გარდაბნის მუნიციპალიტეტში, წუხელ, ცოლ-ქმარი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, წუხელ, ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც გარდაბნის მცხოვრებლები ამბობენ, ცოლ-ქმარს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს სახე ისე ჰქონდა დაზიანებული, ახლობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ. აღნიშნულ ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაცით, ცოლ-ქმარს გარდაბანში პატარა ბიზნესი აქვს, თუმცა თავდამსხმელებს სახლში ხელი არაფრისთვის უხლიათ. ახლობლები ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას განიხილავენ.
გარდაცვლილების ვაჟი რუსეთში ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მკვლელობის ადგილზე კედლებზე წარწერები დატოვეს, სადაც მოკლულების ვაჟს უხმობენ: "დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით“.


კომენტარი