"ნიკა მელიას წინააღმდეგ არის 6 მოწმე, 4 არის ძალოვანი უწყების წარმომადგენელი" - ოთარ სირაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ სირაძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მოწმეების ფეისბუკ გვერდების სქრინები დაპოსტა წარწერით:

"ნიკა მელიას წინააღმდეგ არის ეს 6 მოწმე.
4 არის ძალოვანი უწყების წარმომადგენელი (შსს, სუსი).
1 არის ყანდიაშვილის ტროლების თანამშრომელი, ქოცი აქტივისტი, ოცნების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გლდანის ერთერთ უბანზე.
და 1 არის ქურდების ძმა!
ყოჩაღ, ქოცებო, კარგად ჩამოიხსენით ნიღაბი ამ ცრუ და მართული მოწმეების წარმოდგენით" - წერს ოთარი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი