ჯანო ანანიძე "მოსკოვის სპარტაკი ჩემი ცხოვრებაა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ინსტაგრამზე დაწერა, რომ “მოსკოვის სპარტაკი მისი ცხოვრების გუნდია“. ძალიან მიხარია, რომ ბედის წყალობით, სპარტაკის მოთამაშე გავხდი და ზუსტად 10 წლის წინ ამ დიდებული კლუბის მაისურით ჩემი პირველი მატჩი ჩავატარე! დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს თამაშს უყურებდა, მოედანზე ჩემ გვერდით იყო და სტადიონების ტრიბუნებზე მხარს მიჭერდა. ვინც ჩემთან ერთად მოგების სიხარულსა და წაგების სევდას იზიარებდა. მოკლედ, ყველას, ვისაც ჩემი სჯერა! სპარტაკი - ჩემი ცხოვრებაა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს რაც შეიძლება დიდი ხნით გაგრძელდეს! დარწმუნებული ვარ, ჩემი საუკეთესო მატჩები ჯერ კიდევ წინაა. მიყვარხართ, წითელ-თეთრებო! - დაწერა ჯანომ თავისი ინსტაგრამის გვერდზე. წინა სეზონის მეორე ნაწილში ჯანომ იჯარით სამარის კრილია სოვეტოვში ითამაშა და 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა. რუსეთის პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში სპარტაკი დებიუტანტ სოჩის შეხვდა. ჯანომ ეს შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 65-ე წუთამდე ითამაშა.

კომენტარი