სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გოგოს სიტყვებმა მომკლა... იმ სამ საათში თეორიულად რამდენთან შეეძლო ეღალატა მისი სირი ქმრისთვის... ეეჰ! ჩვენ კიდევ გვიკვირს, მოკლაო, კაცოო"

ემიგრანტი შორენა ბერაძე სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდა ემიგრანტ ქალზე, რომელსაც საქართველოში დარჩენილი ქმარი როგორ აკონტროლებს და აკრძალვებს უწესებს.

,,გაზაფხულის ვიზაზე ბარიდან კარბონარაზე მოვდიოდი. კვირასაღამო იყო და ქართველები კი იყვნენ ავტობუსში ბლომად. რახან აქეთ არავინ შემომახტა გულზე, არიქა, ქართველს ჰგავხარო, მე კი მომერიდა გამოცნაურება და ჩემთვის დავჯექი, თან ვკითხულობდი.

გვერდზე დამიჯდა გოგო. სავარაუდოდ დივანზე წამოწოლილ ქმარს ,,სკაიპით” ელაპარაკებოდა და 40 წუთი უხსნიდა, სამი საათის განმავლობაში რატომ ვერ უპასუხა ტელეფონს. არც გამომწვევად ეცვა, ზედმეტად შეღებილიც არ იყო, რამდენიმე ქალი ახლდა, სავარაუდოდ, მათთან გაატარა ის სამი საათი…

სიუჟეტი ცოტა უხერხული იყო, მაგრამ ამ გოგოს სიტყვებმა მომკლა: ხომ აღარ გამოვდივარ ხუთშაბათობით, რომ მითხარი, კვირადღეს რამდენიმე საათი თუ არ გამოვედი გიჟი ბებიასგან, მეც გავგიჟდები, ჩემს შვილებს კი ჯანმრთელი ვჭირდებიო!

მაშინვე მათემატიკურად გამოვიანგარიშე, იმ სამ საათში თეორიულად რამდენთან შეეძლო ეღალატა ამ გოგოს იმ სირისთვის და წესით, უნდა შერგებოდა კიდეც! ეეჰ! ჩვენ კიდევ გვიკვირს, მოკლაო, კაცოო! სიტყვებით რამდენჯერ მოკლა, მანამდე, ის არ ითვლება, ხომ?”- დაწერა შორენა ბერაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100