სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიძინე ახალი სმარტფონი ძველის სანაცვლოდ და მიიღე დამატებით უპრეცედენტო ფასდაკლება- HUAWEI-ს სპეციალური შეთავაზება მომხმარებელს

კომპანია HUAWEI-მ უპრეცედენტო კამპანია დაიწყო, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლებს, P30 სერიის სმარტფონების შეძენა ძალიან დიდი ფასდაკლებით და ძველი ტელეფონების ჩაბარების სანაცვლოდ შეუძლიათ. კამპანია, რომელიც 1 ნოემბერს დაიწყო, მხოლოდ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში მიმდიანრეობს და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.

აქციის პირობები მარტივია, დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს „ელიტ ელექტრონიქსის“ სასურველ ფილიალს და შეაფასებინოს საკუთარი, ნებისმიერი ბრენდის, სმარტფონი მაღაზიაშივე. სპეციალისტები ეკრანის, ელემენტის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობის და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შედეგად, შეაფასებენ პროდუქტს, გარკვეულ ფასად, რაც შემდგომ ახალი სმარტფონის თანხას გამოაკლდება.

მიმდინარე აქციის პერიოდში HUAWEI-ს სამ მოდელზე, P30 Pro, P30 და P30 lite დამატებით მოქმედებს 200, 150 და 100 ლარიანი ფასდაკლებები. შესაბამისად, მომხმარებლის მიერ ჩაბარებული ძველი ტელეფონის საფასურს ემატება, დამატებითი ფასდაკლების ვაუჩერის თანხაც, რაც მთლიანობაში აკლდება ახალი ტელეფონის საფასურს. კერძოდ, თუ მომხმარებლის მიერ ჩაბარებული ტელეფონი შეფასდა 400 ლარად და ამასთან მას სურს შეიძინოს P30 lite, 400 ლარს დაემატება აღნიშნული მოდელის ფასდაკლების ვაუჩერი 100 ლარი, რაც გამოაკლდება P30 lite-ის ფასს (829 ალრი) და მომხმარებელს ახალი ტელეფონის შესაძენად მხოლოდ 329 ლარის გადახდა მოუწევს,“ - განმარტავენ კომპანია HUAWEI-ს მარკეტინგის სამსახურში.

მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონის მდგომარეობასა და მოდელს მნიშვნელობა არ აქვს და მომხმარებელი 100, 150 ან 200 ლარიანი ფასდაკლებებს ნებისმიერი ტელეფონის ჩაბარების შემთხვევაში მიიღებს, მაშინაც კი თუ მისი ტელეფონი მინიმალურ ფასად შეფასდება. ასე რომ, ეწვით კომპანია HUAWEI-ს პარტნიორ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელს და შეიძნეთ ახალი სმარტფონები ძველის სანაცვლოდ.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100