აქციის მონაწილე აცხადებს, რომ დარბევისას, წყლის ჭავლის გამო ხელი მოტყდა და ასეთ მდგომარეობაში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

18 ნოემბრის აქციის მონაწილე გიორგი მღებრიშვილის თქმით, მას ხელი ორ ადგილას აქვს მოტეხილი. მომიტინგე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ის წყლის ნაკადმა უკან გადაისრლა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო.

მღებრიშვილის მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდეული ინფორმაციის თანახმად, ხელის მოტეხვის შემდეგ ის სხვა დაკავებულ პირებთან ერთად თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილების ეზოში გადაიყვანეს, თუმცა ვერ დააკავეს, რადგან სხვადასხვა ადამიანი, მათ შორის დეპუტატი ელენე ხოშტარია დაეხმარა გამოხსნაში.

“30-40 წუთი ხელმოტეხილი სხვა დაკავებულებთან ერთად ვიჯექი სპეციალურ მიკროავტობუსში, ვიცოდი რომ ხელი დაზიანებული მქონდა, თუმცა მოტეხილობაზე არაფერი ვიცოდი. შემდეგ ჩემით გამოვიძახე სასწრაფო და გადამიყვანეს ერთ-ერთ საავადმყოფოში სადაც ხელი თაბაშირში ჩამისვეს” - აცხადებს დაზარალებული.

ვრცლად წაიკითხეთ "ნეტგაზეთზე".

კომენტარი