დედოფლისწყაროში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში მოხდა.

მოპედს, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, მსუბუქი მანქანა შეეჯახა, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მასთან მყოფი მეორე არსრულწლოვანი კი, დაშავდა.

ექიმის თქმით, დაშავებულს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და სტაციონარი დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276- ე მუხლითაა მიმდინარეობს.

კომენტარი