ხანძარი გურიაში - სოფელ დვაბზუს ტერიტორიაზე ძველი ჩაის პლანტაციები და ბუჩქნარი დაიწვა

ხანძარი გურიაში - ოზურგეთში, სოფელ დვაბზუს ტერიტორიაზე, 4 ჰექტარზე ძველი ჩაის პლანტაციები და გაველურებული ბუჩქნარი დაიწვა.

მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები მდებარეობს, თუმცა სახანძრო სამსახურის დროულად ჩარევის შედეგად, ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე არ მივიდა.

ადგილობრივი მცხოვრების ნინო ჟღენტის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ადგილზე ხანძარი რამდენჯერმე გაჩნდა, რის გამოც მოსახლეობა შეშინებულია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი