"ვინმეს რომ ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეუფარდებდნენ თუ არა იმ პირს პატიმრობას?" - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი, მით უფრო მაშინ, როდესაც იმ პირსაც შვილები ახლავს, ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ და თავად შეურაცხმყოფელსაც.

უბრალოდ აქაც, ქართული ოცნების ხელში ორმაგი სტანდარტი აღორძინდა.

დეპუტატ ოხანაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვინმე ვახტანგ რობაქიძე დააპატიმრეს, გაჩნდა ერთი მარტივი კითხვა - ვინმეს რომ ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეუფარდებდნენ თუ არა იმ პირს პატიმრობას?

პასუხი კითხვაზე უფრო მარტივია - ცხადია არა. ნაცვლად ამისა, მოჰყვებოდნენ იმის მტკიცებას რომ ხალხი გამწარებულია და სხვას რას ელოდნენ, რომ იქნებ შეაგინა და ა.შ. მოკლედ, ყველაფერს იზამდნენ რომ მოძალადისთვის შარავანდედი დაედგათ პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად.

ასეა, ხელისუფალისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე ციხეა, ოპოზიციისთვის თავ-პირის დამტვრევაზე (ახალქალაქი, კორცხელი და ბევრი სხვა) - შარავანდედი" - წერს ნიკა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი