სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ხოლო მათი შვილი მძიმედ დაშავდა

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს სხეულის 50% აქვს დამწვარი იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება.

„31 წლის მამაკაცს დამწვრობა ცეცხლის ალით აქვს მიღებული, სავარაუდოდ, ბინაში გაზი აფეთქდა, აალდა. პაციენტი ბათუმიდან სასწრაფო გადაუდებელმა დახმარებამ გადმოიყვანა და ამჟამად მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში გადის. მისი მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს სხეულის 50% აქვს დამწვარი. იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მას სპეციფიური ანტიშოკური თერაპია უტარდება“ - განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

ცნობისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ხოლო მათი შვილი 31 წლის მამაკაცი დაშავდა. ფაქტზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100