სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის მერიის შენობასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა

ბათუმის მერიის შენობასთან სამართალდამცავები, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და მოძრაობა „გაბედეს" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს „სირცხვილოს კორიდორს“ უწყობენ.

ბათუმის მერიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა იწყება. აქციის მონაწილეები საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მოითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100