კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმებით გრძელდება

კინოთეატრამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 21 თებერვლიდან რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიით განახლდება.

აფიშა:

· 21 თებერვალი - „მზის ამოსვლამდე

· 22 თებერვალი - „მზის ჩასვლამდე

· 23 თებერვალი - „შუაღამემდე


კინოთეატრამირანისადა თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტის ფარგლებში ეკრანი უკვე დაეთმო კვენტინ ტარანტინოს, ვუდი ალენის, მარტინ სკორსეზეს, სტენლი კუბრიკის შემოქმედებას.

ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.

კინოსეანსები 200:00 საათზე დაიწყება და ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

კომენტარი