სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორსული, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, ხელოვნურ კომაში მოათავსეს და ისე ამშობიარეს - დედის და შვილის პირველი შეხვედრის ემოციური კადრები 12 დღის შემდეგ

ლონგ აილენდში მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც აპრილის დასაწყისში იმშობიარა, შვილს, ვალტერს პირველად შეხვდა. ემოციური შეხვედრის კადრები "დეილი მეილმა" გამოაქვეყნა.
36 წლის იანირა სორიანო 34 კვირის ორსული იყო, როდესაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმებმა ის, მისი და ბავშვის უსაფრთხოების მიზნით ხელოვნურ კომაში მოათავსეს.

ექიმებმა საკეისრო მაშინ გაუკეთეს ქალს, როდეაც ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, იარინას შვილი ნანახი არ ჰყავდა და მხოლოდ 12 დღის შემდეგ, როდესაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა მიეცა საშუალება ახალშობილი ხელში აეყვანა.


პირველი შეხვედრა, მართლაც რომ ემოციური იყო, როგორც დედისთვის, ისე საავადმყოფოს გასასვლელში შეკრებილი მედ-პერსონალისთვის.


ექიმებმა COVID-19– ის ტესტი ბავშვსაც გაუკეთეს, რომელმაც, საბედნიეროდ უარყოფითი პასუხი აჩვენა. მედიკების განცხადებით, ისინი დედა-შვილზე მონიტორინგს გააგრძელებენ. ამჟამად კი ორივე სახლში გაწერეს.



უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100