სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილს ქართული ეკლესია კვირას მეფეების შესაფერის პატივს მიაგებს

"ჯანმრთელობის პარაკლისი“ - ასე ჰქვია რიტუალს, რომელიც კვირას, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება და პარაკლისს „ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მოსახლეობის“ სახელზე აღავლენენ. პარაკლისის დამკვეთები არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე“ და იური ვაზაგაშვილი არიან. რატომ და რა მოტივით მოიხსენიება „საქართველოს მოსახლეობისგან“ განცალკევებულად ბიძინა ივანიშვილი, ჯერჯერობით გაუგებარია - სასულიერო პირების მხრიდან ამ თემაზე კომენტარები არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახურებაში „ჯანმრთელობის (საჯანმრთელო) პარაკლისი“ მიღებული და დაშვებული ფორმაა, თუმცა, როგორც წესი, ის ღვთისგან კონკრეტული ადამიანისთვის ჯანმრთელობის გამოსათხოვად, ან პირთა ჯგუფისთვის, კრებითი მასისთვის ჯანმრთელობის სავედრებლად ტარდება. პირველად ხდება, როცა ერისგან გამოიყოფა პირი - იმავე ეროვნებისა, რომელ ერსაც მასთან ერთად აღუვლენენ ლოცვას.

როგორც წესი, ქართული ეკლესია ასეთ გამონაკლისს მხოლოდ მაშინ უშვებდა, როცა საქმე მეფეებს ეხებოდა. მაგალითად, ცნობილია „მეფისა და ქართველი ერისთვის“ გადახდილი პარაკლისები და აღვლენილი ლოცვები...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100