“ლელოს” ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი ქალი შეუერთდა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი წარადგინა. „ლელო“ ქალთა საბჭოს შეუერთდნენ: ნატალია რამაზაშვილი; ნინო დარაშვილი; მაია ჩიჩუა; მარიამ მენაბდიშვილი; ირინა გელანტია; ეთერ შუბითიძე; ქეთევან ხაინდრავა; ნათია ტაბაღუა; გაიანე მარტიროსიან; მანანა ბოძაშვილ; თამუნა კლდიაშვილი; მაია ხოფერია.

“ლელოს” ერთ-ერთი ლოდერის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლანა გალდავას თქმით, ქალთა საბჭოს მიმართულება პოლიტიკასა და საზოგადო ცხოვრებაში ქალთა როლის გაძლიერება იქნება.

„დღეს ისნის რაიონში წარვადგინეთ ქალთა საბჭოს 12 წევრი. ეს ის ქალები არიან, რომლებმაც თვითონ გამოხატეს სურვილი, მოსულიყვნენ „ლელოს“ ოფისებში. არიან ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები. მათ შორის პროფესიულად მაღალ იერარქიაზე მდგარი ადამიანები, მათ შორის სოციალურად დაუცველები, მათ შორის არიან ისეთებიც რომლებიც არიან მარტოხელა დედები. ქალები იმიტომ, რომ „ლელოს“ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ქალების პოლიტიკურად გაძლიერება, ეკონომიკური გაძლიერება, ქალების ძალადობისაგან დაცვა. პრიორიტეტული მიმართულებაა ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები და რა თქმა უნდა, კონფლიქტისპირა, საზღვრისპირა რაიონებში ქალების გაძლიერება მშვიდობისმყოფელ პროცესებში და დედათა და შვილთა საკითხების ძალიან მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება და გზების დასახვა მომავალში მათი პრობლემების თავიდან ასაცილებლად და გამოსასწორებლად“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დეა მეტრეველი “ლელოს” ქალთა საბჭოში 12 ქალის დამატების საკითხს გამოეხმაურა. მან საზოგადო ცხოვრებაში ქალების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ლელო” დიდ მნიშნველობას ანუჭებს ქალთა ჩართულობას სხვადასხვა საქმეში.

“მე დარწმუნებული ვარ ამ ქალებთან ერთად ძალიან ბევრ ცვლილებას მოვიტანთ ქვეყანაში. მოხარულები ვართ რომ ბევრი საინტერესო ქალი უერთდება ჩვენს რიგებს და იზიარებენ იდეას რომ უფრო მეტმა ქალმა უნდა გადადგას ნაბიჯი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. “ლელო” არის ის პლატფორმა სადაც ძალიან სერიოზულად განვიხილავთ ქალების როლს და ყველა გეგმაზე ერთად ვფიქრობთ და ვმსჯელობთ. ამას მოწმობს ისიც რომ პარტიის მიერ დასახელებულ 25 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის 6 ქალია,”-განაცხადა დეა მეტრეველმა.

კომენტარი