სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლგბტქი თემის წევრებმა და მხარდამჭერებმა ონლაინ გამოცემა ქვიარი დააფუძნეს

ჩვენ, ლგბტქი თემის წევრები, მხარდამჭერები: ოჯახის წევრები, მეგობრები და ის ადამიანები, ვისთვისაც დემოკრატიული, სამართლებრივი, ადამიანური ღირებულებები მნიშვნელოვანია, ვაფუძნებთ ონლაინ გამოცემას ქვიარი.

ჩვენი მთავარი მიზანია ლგბტქი ადამიანების გაძლიერება ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებით, ასევე ლგბტქი მოძრაობის ხელშეწყობა, სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფების მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების ხელშეწყობა.

ჩვენ თავად გიამბობთ რა გვიჭირს და რა გვინდა, რომ შეიცვალოს. ეს არის ქვიარ თემის ხმა... ხმა, რომელიც მოგიყვებათ ქვიარ ამბებს, ქვიარ სიახლეებს, ქვიარ ისტორიას, ქვიარ ხედვას. ეს არის პლატფორმა, სადაც ერთად ვიზრუნებთ არამარტო ჩვენი, ლგბტქი თემის, არამედ სხვა ჩაგრული ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეც.

ჩვენ ხმას მივაწვდენთ ლგბტქი თემის წევრებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით, გავცდებით პატრიარქატით დაწესებულ ჩარჩოებსა და ქვეყნის საზღვრებს.
ეს ქვიარია, შენი, ჩემი, ჩვენი სივრცე, სადაც მოგისმენენ, სადაც მოყვები შენს ისტორიას, სადაც მიიღებ ინფორმაციას შენს უფლებებზე, სადაც იზრუნებენ შენს ჯანმრთელობაზე, გაეცნობი უამრავ სახალისო ისტორიას, ვისაუბრებთ ხელოვნებაზე, თეატრზე, დრეგ კულტურაზე, მოვუსმენთ მუსიკას, ვიმსჯელებთ ქვიარ თემისთვის აქტუალურ საკითხებზე, მოისმენთ ახალი კვლევების შესახებ, წაიკითხავთ ბლოგებს, ინტერვიუებს, მეცნიერულ სტატიებს.
ეს ქვიარია შენი, ჩემი, ჩვენი, ყველა იმ ადამიანის სივრცე, რომელიც იბრძვის ღირსეული ცხოვრებისთვის!

R

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100