სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქსის თაუერსის საშობაო მარკეტი „გალერეა ვერეს“ სასაჩუქრე გამოფენას მასპინძლობს

აქსის თაუერსის საშობაო მარკეტის ფორმატში გალერეავერესსასაჩუქრე გამოფენას მასპინძლობს. თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ხელოვნების გამორჩეული ნიმუშებისა და საახალწლო აქსესუარების შეძენას 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.

ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, რა იქნებოდა ორიგინალური და კომფორტული და ერთგვარი გამოფენის ფორმით შეგიგროვეთ ისეთი ნამუშევრები, რომლებიც უნიკალურად გაამდიდრებს თქვენი სახლის გარემოსა თუ საკოლექციონერო სივრცეებს და რასაკვირველია, გამოგადგებათ ნაფიქრ სეზონურ საჩუქრად“, – ამბობსგალერეა ვერესდირექტორი ქეთევან გორგაძე.

გალერეა ვერეაქსის თაუერსის საშობაო მარკეტზე მომხმარებელს სთავაზობს ჩახოს (სერგო ჩახოიანი) გრაფიკულ ნაშრომს. ეს განსაკუთრებული ნამუშევარი, საშობაო გამოფენა-მარკეტის ფარგლებში, სულ რაღაც 150 ლარი ეღირება.

ასევე, შეძლებთ თქვენთვის, ან ძვირფასი ადამიანისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად სცენოგრაფისა და მხატვრის, ირინა შტენბერგის სულ ერთ-ცალად დარჩენილი გრაფიკის შეძენას.

აქვე ნახავთ ქეთევან დავლიანიძის ულამაზეს ზამთრის პეიზაჟებს.

გალერეა ვერესგამოფენა მიშა შენგელიას და ავთო მოსიაშვილის უნიკალურ ტილოებს, გია გუგუშვილის მინიშნებით აბსტრაქციებს, თეონა პაიჭაძის ხელნაკეთ ბლოკნოტებს და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ნამუშევარსაც გთავაზობთ.

ასევე, აქ დაგხვდებათ მინის ნაძვის ხის აქსესუარები, სპეციალურად თქვენთვის, „გალერეა ვერეშიგაჩარჩოებული სარკეები და კიდევ ბევრი, ბევრი საინტერესო სახელოვნებო სახელი. და ეს ყველაფერი სადღესასწაულო ფასებში, რომ გაგიიოლდეთ საახალწლო სასაჩუქრე მარათონი, თქვენთვის თუ თქვენი ძვირფასი ადამიანებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100