სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიძინე „Imagine Dragons-ის“ კონცერტის ბილეთი სწრაფად და მარტივად

TKT.GE- და Super app- სასიამოვნო სიახლე აქვთ მათთვის, ვინც საქართველოში ვარსკვლავთცვენას მოუთმენლად ელოდება! „Starring Georgia-ფარგლებში დაგეგმილი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს TNET-ის Super app-ის მეშვეობით სულ რამდენიმე წუთში შეიძენთ.

ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი „Imagine Dragons“ თბილისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 31 აგვისტოს ეწვევა. მილიონობით გაყიდული ალბომისა და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ „Mercury-ისტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, „Imagine Dragons“ ნამდვილი სუპერვარსკვლავების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.

კონცერტის ბილეთი TNET-ი Super app-ში 11 მაისის 16:00 საათიდან იქნება ხელმისაწვდომი. უფრო ზუსტად, აპლიკაციაში Star Ring-ს კატეგორიის ბილეთი დაგხვდებთ.

ბილეთის Super App-იდან შესაძენად, საჭიროა:

ჩამოტვირთოთ აპლიკაცია;
გაიაროთ რეგისტრაცია;
მიაბათ თქვენს პროფილს საბანკო ბარათი.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც IOS, ასევე Android სისტემებისთვის. გადმოწერე Super App- და შეიძინე ბილეთი სწრაფად და მარტივად: bit.ly/superapp-tnet

„Starring Georgia“ ორწლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში, საქართველო მთელითანავარსკვლავედისმასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

Starring Georgia- მთავარი პარტნიორები თიბისი და ვიზა გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში თიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100