უტა ივანიშვილმა აღმზრდელი მოწამლა, მილიარდერი კი პატრიარქს აგდებულად იხსენიებდა

ამ სტატიაში ყოველგვარი კომენტარის გარეშე და შესაბამისი წყაროს მითითებით მოთხრობილია რეალური ადამიანის მიერ გამხელილი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოწამლა ამერიკელი აღმზრდელი ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა უტამ, გამოსამშვიდობებელ საღამოზე;

როგორ ამაოდ ცდილობდა იგი ამის შემდგომ ის ოჯახთან დაკავშირებას, პასუხად კი ირაკლი ღარიბაშვილის პირით მუქარას ღებულობდა;

ივანიშვილების უცნაური ვეგეტარიანული დიეტა და შვილების აღზრდა სრულ იზოლაციაში;

შვილის მოთხობილი ამბავი, თუ როგორ აგდებულად მოიხსენიებდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს...

„მე დავბრუნდი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მიწურულს, რათა გამეტარებინა მეორე შემოდგომა ივანიშვილების ურეკის რეზიდენციაში. მე და ოთხი ფრანგი მასწავლებელი უტას, ბერას და გვანცას აღზრდით ვიყავით დაკავებული. წინა ზაფხულს, გაურკვეველი გარემოებების გამო, რაც უტას უცნაურ ქცევას უკავშირდებოდა, ბავშვების მეცნიერების მასწავლებელმა დატოვა ივანიშვილების ოჯახი, ჩვენ უტას ეს ქცევა ბავშვების სრულ იზოლაციაში აღზრდას მივაწერეთ. მასწავლებლებიდან ერთ-ერთმა ერთხელ ასე თქვა: „ ეს არის ცირკი და ჩვენ მასში ვარსკვლავები ვართ“.

2008 წლის სექტემბრამდე ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ კი დაიწყო ის, რამაც სრულიად გამანადგურა; მართლაც არასოდეს იცი, რას უნდა ელოდე ივანიშვილისგან, რომელსაც „უფროსს“ უწოდებენ სახლში. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის გაურკვევლობად დარჩა ვინ იყო ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები - ბიძინა, თუ მისი მეუღლე, ეკა. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ჩვენი დამოკიდებულობა ორმხრივ ნდობაზე იყო აგებული, მანამდე, სანამ ის გაუგონარი რამ მოხდა.

უტას მდგომარეობა უარესდებოდა, ის გამოცდებისთვის ემზადებოდა, ერთის მხრივ სტრესი და იზოლაცია და მეორეს მხრივ, ის უცნაური ვეგეტარიანული დიეტა, რაც მათ ოჯახში სიახლე იყო, ჩემი აზრით ბავშვებზე ცუდად მოქმედებდა, ისინი საერთოდ არ იღებდნენ ხორცს.

ისინი არ იყვნენ მართლმადიდებლურად მცხოვრები ოჯახი და ეს დიეტა არაფერ კავშირში იყო რელიგიურობასთან. უტამ ერთხელ გადაკვრით ახსენა, როგორ აბუჩად მოიხსენიებდა ბიძინა ივანიშვილი პატრიარქ ილია II-ს. უტამ ძალიან განიცადა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება, კომპიუტერის ეკრანზე მისი ფოტოები განათავსა და აშკარად გლოვობდა.

სხვა მხრივ მდგომარეობა უკეთ მიდიოდა და მე კონტრაქტის გაგრძელებაზე ვფიქრობდი, ერთ საღამოს კი ბერასთან სატელეფონო საუბრისას მან „ზაფხულის დამასრულებელ საღამოზე“ მიმიწვია. ამ საღამოზე უტამ მე მომწამლა, რაც მოგვიანებით ბერამ ტელეფონში სიცილით მითხრა. მან თქვა, რომ უტა ძალიან წუხდა და ბოდიშს მიხდიდა, ისინი კი კარდიოლოგთან, ზვიად მათოშვილთან წამიყვანდნენ, ვინაიდან ჩემი მდგომარეობა მალე გაუარესდებოდა.

მე თბილისში მომათავსეს სამკურნალოდ, ამის შემდეგ კი ივანიშვილის ოჯახიდან არავინ მინახავს, უშედეგოდ ვცდილობდი ბიძინასთან შეხვედრას, მიკავშირდებოდა ირაკლი ღარიბაშვილი ქართუ ბანკიდან, რომელიც თვეების შემდგომ მემუქრებოდა კიდეც, როცა ივანიშვილებთან დაკავშირებას ისევ ვცდილობდი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა კი მირჩიეს, რომ ჩემი უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იყო საქართველო დამეტოვებინა. ასეც მოვიქეცი.

ჩემი გამოცდილებით მე ის ვიცი, რომ ივანიშვილი არ ენდობა ხალხს, ის უნდო ადამიანია. ჩემი და მათთან მომუშავე ადამიანების განწყობა კარგად გამოიხატება ივანიშვილების ძიძის მიერ ერთხელ ნათქვამ ფრაზაში: „ ივანიშვილები არ არიან კარგი ხალხი“.

წყარო

კომენტარი