საქართველოს პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ღამისთევით ილოცებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ქმე დელეგაციის წევრთა ნაწილი 19 თებერვალს ისერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ღამისთევით ილოცებს - ეს დეტალი წინასწარ იყო შეთანხმებული ებრაულ მხარესთან. ამასთან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავს და მისი შობის ადგილს.

როგორც „ჯი-ეიჩ-ენი“ საპატრიარქოს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი უკვვე შეხვდა იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილეს. 18 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებმა მოილოცეს წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერი, წმინდა საბა განწმენდილის ლავრა, სადაც მოინახულეს - იოანე მოსხის, წმინდა საბა გაწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავები, ეწვევივნენ მოგვთა მღვიმეს, თაყვანს სცეს სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს.

20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წირვას შეასრულებს ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში.

იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია.

21 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდება მთავარ რაბინებს; მოინახულებს გოდების კედელს.
შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გამგზავრება იერუსალიმიდან ქ. ლოდში წმ. გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც მოილოცავენ წმინდა გიორგის საფლავს და შეასრულებენ სავედრებელ პარაკლისს.

22 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ქ. ხოლონში, სადაც გაიმართება კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის შეხვედრა ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

23 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ისრაელის ქნესეთში შეხვდება ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, ბატონ რეუვენ (რუბი) რივლინს და

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავს და მისი შობის ადგილს.

ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი უკვვე შეხვდა იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილეს. 18 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებმა მოილოცეს წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერი, წმინდა საბა განწმენდილის ლავრა, სადაც მოინახულეს _ იოანე მოსხის, წმინდა საბა გაწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავები, ეწვევივნენ მოგვთა მღვიმეს, თაყვანს სცეს სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს.

20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წირვას შეასრულებს ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში.

იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია.

21 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდება მთავარ რაბინებს; მოინახულებს გოდების კედელს.
შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გამგზავრება იერუსალიმიდან ქ. ლოდში წმ. გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც მოილოცავენ წმინდა გიორგის საფლავს და შეასრულებენ სავედრებელ პარაკლისს.

22 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ქ. ხოლონში, სადაც გაიმართება კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის შეხვედრა ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

ვიზიტს აქვს პოლიტიკური დატვირთვაც, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 23 თებერვალს, ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, რეუვენ (რუბი) რივლინს და პრეზიდენტ შიმონ პერესსაც შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება სიონის წმინდა მთაზე და მოილოცავს წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს.

იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გამგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც დაათვალიერებს იად ვაშემის მუზეუმს.

შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს. 24 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს წმინდა გერასიმეს მონასტერს;

გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და ილოცებენ მდინარე იორდანესთან; მილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს. 25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში დაბრუნდება.

კომენტარი