ერთი ლექსითა და სიმღერით თქმული სათქმელი: „იუნკრები“ (ვიდეო)

ზაზა აბზიანიძეს ერთი საოცარი, სულისშემძვრელი ლექსი აქვს დაწერილი იუნკრებზე. ამ ლექსზე თეა-ჭინჭარაული-ჩეფმენის არცთუ ცნობილი სიმღერაც არსებობს, რომელსაც თავად თეა ასრულებს. „დრონი.ჯი“ დღეს სწორედ ამ ლექსსა და სიმღერას წარმოგიდგენთ. ლექსს თან ვურთავთ 1921 წლის თებერვალში დაღუპული ქართველი იუნკრების სიას.

იუნკრები

ალბათ დახედე -

გადათვალე ყველა უკლებლივ,

ტაბახმელასთან გაუნძრევლად იწვნენ იუნკრები.

მიძინებული, უწვერული შენი ბიჭები,

სად მიდიოდი,

მათ საფლავებს რომ აბიჯებდი?

ან რა უთხარი მათ ჩურჩულით, დაბრუნებისას:

“მაპატიეთო”, თუ მხოლოდღა – “ძილი ნებისა”…

საით წაგიყვანს ახლა მათი შუქი უქრობი,

ვის განარიდებ?

ვის ეძმობი?

ვის ემუქრები?

ვისთან იომებ?

ვის დაუთმობ?

ვის მიენდობი?

აქ შენგან პასუხს ტაბახმელის ელის ფერდობი,

სადაც ერთ მწკრივად,

როგორც წინათ,

დგანან უკლებლივ -

შენი დამცველნი,

შენი ძენი,

შენი იუნკრები.

(ზაზა აბზიანიძე)

1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრების სია:

ალექსანდრე ახვლედიანი

პლატონ დოლიძე

შალვა ერისთავი

პავლე იაკობაშვილი

ლევან კანდელაკი

ოთარ ლორთქიფანიძე

მიხეილ ლოლუა

ილია ჯანდიერი

იოსებ ჯანდიერი

არჩილ ჯანდიერი

გიორგი ანდრონიკაშვილი

გიორგი ზედგინიძე

გიორგი იაშვილი

ვახტანგ ისკანდერაშვილი

ივანე კერესელიძე

რევაზ ფავლენიშვილი

ივანე ჯამასპიშვილი

გრიგოლ კიკიანი

პალიკო ბეშქენაძე

ნიკოლოზ ზანდუკელი

ნიკოლოზ სტურუა

მიხეილ თუმანიშვილი

ნიკოლოზ კალანდარიშვილი

გენო ქარუმაძე

ვანო მუჯირიშვილი

სანდრო მუჯირიშვილი

ჯიშკარიანი

ირაკლი თოიძე

ბესარიონ კემულარია

არჯევან ანანიაშვილი

გაბრიელ გეხტმანი

მიხეილ იოსელიანი

გერონტი არჩვაძე

მარო მაყაშვილი

კომენტარი