მიხეილ ცაგარელი: მაისში და ივნისის ბოლოს მიწისძვრებია მოსალოდნელი...

ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "ჯეონიუსს" ექსკლუზიურად მიაწოდა მომავალი ოთხი თვის მსოფლიოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ასტროლოგიური პროგნოზი.

2012 წელი დედამიწისთვის იქნება წყნარი და ამავე დროს, ბობოქარი. ასტროლოგი ვარაუდობს ბუნებრივ კატასტროფებს, ცვლილებებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოკლედ, ეს წელი ადამიანებისთვის, მეტად დასამახსოვრებელი იქნება თავისი მოვლენებით. უფრო კონკრეტულად კი, ამის შესახებ თვით ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

მიხეილ ცაგარელი:-"2012 წელი - დრაკონის წელიწადია, რომელსაც აღმოსავლეთში იან ენერგიის მატარებლად აღიქვამენ და რომელიც წარმოადგენს ცის სიმბოლოს. ამიტომ კოსმოსური ენერგია და რითმები განსაკუთრებულ ზეგავლენას მოახდენს ადამიანზე. ხელს შეუწყობს განახლებასა და ცვლილებებს, როგორც საქმიანობაში, ასევე ურთიერთობებში, რითაც იწყება ახალი 60 წლიანი განვითარების ეტაპი კაცობრიობის ისტორიაში, რაც შეიძლება იყოს აგრეთვე სერიოზული კლიმატური ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი. ვნახოთ, დრაკონის წელიწადი რა მნიშვნელოვან ცვლილებებს ქმნის, წლის სხვადასხვა პერიოდებში.


მარტი- აპრილი


კოსმოსური გამოსხივების ნეგატიური ზეგავლენა დედამიწაზე გამოვლინდა 27თებერვლისა და 6 მარტის შუალედში, აგრეთვე ნეგატიური პერიოდი მოსალოდნელია 27 მარტიდან. დანარჩენ პერიოდში დედამიწა შედარებით მშვიდ კოსმოპლანეტური ენერგიების ზონაში იმყოფება, მხოლოდ აღნიშნულ ნეგატიურ პერიოდებში, ჰარმონიული ენერგიების ზეგავლენა გამოიწვევს მნიშნელოვან ცვლილებებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, დაძაბავს ურთიერთობებს ცალკეულ ადამიანებსა და ქვეყნებს შორის. შეიძლება ამ პერიოდში მოიმატოს ეკოლოგიური კატასტროფების, ტექნიკური ავარიების რაოდენობამ, მეტად იჩინოს თავი ანომალიურმა ატმოსფერულმა მოვლენებმა, თუმცა, მთლიანობაში ეს პერიოდი შედარებით მშვიდი მდგომარეობით აღინიშნება.


მაისი-ივნისი


ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დისჰარმონიულია 2012 წლის განმავლობაში, 27 აპრილიდან 20 მაისამდე დედამიწა მოექცევა ნეგატიური ენერგო რეზონანსის ზონაში, რაც რადიკალურად გაზრდის ავარიულობას, ეკოლოგიურ კატასტროფებს, ტექნიკურ ავარიებს, კონფლიქტებისა და ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციებს, ამასთანავე, 1 – 10 მაისს და ივნისის პერიოდებში, თვალშისაცემი იქნება მსოფლიო ეკონომიკის არასტაბილურობა, სამხედრო კონფლიქტებისა და ტერორისტული აქტების მცდელობის ტენდენცია.

კონფრონტაცია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სარბიელზე საკმაოდ მძაფრ ელფერს შეიძენს, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციების და მიტინგების ჩატარება ძველი კანონებისა და სოციალური რეფორმების მიმართ. ბევრმა თანამდებობის პირმა, შესაძლოა, თანამდებობა დაკარგოს ან ხალხის ნებამ მთლიანად შეცვალოს მმართველი კლანი და მთავრობა ზოგიერთ ქვეყნებში.

ყოველივე ეს ნეგატიურ დაღს დაასვამს ბიზნესის, ეკონომიკის და კულტურის განვითარებას, შესაძლებელია, ამ პერიოდში ზოგიერთი ქვეყანა აღმოჩნდეს მიწისძვრისა და ცუნამის საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით 15-26 აპრილს და 20-30 ივნისის შუალედებში, რაც კიდევ უფრო დაძაბავს პოლიტიკურ სიტუაციას. აღნიშნულთა შორის მეტად თვალშისაცემი იქნება ემოციური მოუთმენლობა, კონფლიქტები ურთიერთობებში, მზეზე აფეთქების ინტენსიურობა მოიმატებს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ადამიანთა გულსისხლძარღვოვან სისტემაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ეს პერიოდი, ალბათ, წლის ყველაზე ნეგატიური ტენდენციებით დაგვამახსოვრდება.

წყარო

კომენტარი