სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დოქსოპულო, შენ დედა გყავს"?

შალვა რამიშვილი „რადიო პალიტრის“ ეთერიდან გვმოძღვრავს. გადაცემას „ცენტრი“ ჰქვია. შალვა მოიწვევს ვინმე დაბოღმილს, სამსახურიდან მოხსნილს, გაბრაზებულს და დილიდან მიდიიი... ბაასობს და ბაასობს.

ერთ დილას ეთერში თავისივე თანასაკნელი დაისვა. „ესო, ჩემთან ერთად იჯდაო. ბევრჯერ განგვიხილავს მისი დაპატიმრების მიზეზიო. შეთითხნილი საქმე იყოო..“ – ასე, დაიწყო სტუმრის წარდგენა შალვამ და ცოტა ხანში ამას მოჰყვა რაც მოჰყვა..

თუმცა, სანამ ამ დანარჩენს მოგიყვებით ან ამ ვიდეოში თავად მოუსმენთ, ერთი ის გავიხსენოთ, თავად შალვა რატომ იჯდა ციხეში. შალვას ცოტაღა უკლია, თქვას რომ „პოლიტიკურზე“ იჯდა, და რომ თავადაც „დისიდენტია“ , რომ დამონტაჟებული იყო ის ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ძალავს ფულს, რომ მისი ხმა შეცვლილია, და რომ ხმა, რომელიც ამბობს „სახლი მაქვს გასარემონტებელი. ეს კარგი საჩუქარი გამიკეთე, მალე ჩემი დაბადების დღეა.. ფული კიდე მჭირდება, დანარჩენს როდის მოიტანთ“– შალვასი კი არა, სოკოლოვის იყო..

მეტის ღირსია ეს ქვეყანაც და ეს საზოგადოებაც. არ არსებობს დანაშაული, რომლის რეაბილიტაცია არ შეიძლება. არ არსებობს მოუნანიებელი ცოდვა. მაგრამ როცა იურისტი უშვებს შეცდომას, მას ეკრძალება მოსამართლეობა, ადვოკატობა, პროკურორობა. როცა ექიმი უშვეებს შეცდომას, მას ეკრძალება ექიმობა... რა დააშავა ჟურნალისტიკამ?

როცა ჟურნალისტი ჩადის დანაშაულს.. ( ფულის გამოძალვა შეცდომა კი არა დანაშაულია) მას ციხიდან გამოსვლისთანავე ხან ერთერთ წამყვან ტელევიზიაში სთავაზობენ თოქშოუს წამყვანობას, ხან რომელიღაც რადიოში.

არ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ ასე კი თქვა: ექიმის შეცდომამ შეიძლება დაღუპოს კაცი, იურისტის შეცდომამ შეიძლება დაღუპოს გვარი, ჟურნალისტის შეცდომამ კი შეიძლება ქვეყანა დაღუპოსო...

დანარჩენს ვიდეოში უყურეთ: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/16710-shalva-ramishvils-degenerati-pirdapir-ethershi-utsodes.html

P.S: ეს სტატია რამდენიმე დღის წინ, მაშინ დაიწერა, როცა "პალიტრატივიმ" დადო ვიდეო, სადაც რამიშვილს დეგენერატს უწოდებდნენ და ლანძღავდნენ. თუმცა, მაშინ, ზემოთ მითითებულ ლინკზე იყო "პალიტრატივის" მიერ თავის საიტზე დადებული ვიდეო, "დეგენერატი რამიშვილის" შესახებ, რომელიც დღეს უკვე აღარ იხსნება. როგორც ჩანს, გაბრაზებული რამიშვილის დასაწყნარებლად "პალიტრატივიმ" "ზომები მოგვიანებით მიიღო". იმ ვიდეოში, გარდა "დეგენერატისა", ერთ-ერთ მსმენელი რამიშვილს ეკითხებოდა: "დოქსოპულო, შენ დედა გყავს"?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100