რატომ გადაიფიქრა ერეკლე დეისაძემ საკუთარი პენისის ჩვენება რადიო "პალიტრისთვის"?

დეისაძე: შეიძლება ისეთი რაღაც გავაკეთო, „საიდუმლო სირობა“ მონაგონი იყოს

ერეკლე დეისაძემ ახალ წიგნზე „დამლაგებელი“ მუშაობა უკვე დაასრულა. როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას მწერალი ამბობს, წიგნში დიდი დოზითაა პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური ცხოვრებაც.

დეისაძის თქმით, ყველა ჭორს, რომელიც მის შესახებ ისმის, თავად ავრცელებს და ამას საზოგადოებაც „ტესტავს“. „პრესა.ჯი“ ერეკლე დეისაძეს მის შემოქმედებაზე, უახლოეს გეგმებსა და მის მიმართ საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ესაუბრა.

- რა სიახლეებია შენს შემოქმედებით საქმიანობაში და რა სურპრიზს უმზადებ საზოგადოებას?

- ამაჟამად, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ კონცერტების ორგანიზება, რათა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. სხვათაშორის ინტერნეტ ტელევიზია „itv.ge“- ზე ვნახეთ 116 წლის ქალბატონზე სიუჟეტი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. შემდეგ მას ჩავუტანეთ მედიკამენტები და ფინანსურადაც დავეხმარეთ.

- „პრესა.ჯი“-სთვის მიცემული შენი ბოლო ინტერვიუ საკმაოდ რეზონანსული იყო. საქმე ეხება შენს მიერ გამოთქმულ პროტესტს ერთ-ერთი რადიოს მიმართ. აპირებდი ვიდეოზე გადაგეღო მასტურბაცია და გაგევრცელებინა, მინაწერით...

- გადავწყვიტე რომ არ გამეკეთებინა და გეტყვი რატომ. რადიო „პალიტრა“ ჩემი პენისის ნახვას არ იმსახურებს, ეგღა მაკლია, ჩემი სასქესო ორგანო დავღალო. არ არიან ამის ღირსები.

- თუ საზოგადოების რეაქციის შეგეშინდა, რომელიც საკმაოდ მწვავე იქნებოდა ამ შემთხვევაში?

- ფეხებზე მკიდია. არაფერი არ მაფერხებს, თუ საჭიროდ ჩავთვლი, რაღაცის გაკეთებას. აქ მართლა ის მომენტი იყო... როგორც უკვე გითხარით, იმ რადიოში არ იმსახურებდნენ ჩემი სასქესო ორგანოს ნახვას. არ მინდოდა ჩემი პენისი ცოტა ხნით მაინც დამეღალა მაგ რადიოსთვის.

- უახლოეს მომავალში როგორ აპირებ საზოგადოების გაოცებას?

- ბუნებრივია ვმუშაობ. ზოგადად, მე არ მაინტერესებს საზოგადოების აზრი და ყველა ფეხებზე მკიდია, მემარჯვენეც და მემარცხენეც. ვერაფერი დამაბრკოლებს, თუ მე მინდა რაღაცის გაკეთება. შეიძლება ისეთი რაღაც გავაკეთო, „საიდუმლო სირობა“ მონაგონი იყოს.

- ძალიან ხშირად დამდგარა საკითხი შენს ორიენტაციასთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელებში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ შენ ხარ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი...

- ძირითადად, მაგ ჭორებს მე ვავრცელებ ხოლმე. ყველა ჭორი, რომელიც ვრცელდება ჩემზე, ჩემი გავრცელებულია. მაგალითად ის, რომ წიგნში მეწერა მყავს და, რომელზეც მიდგებათქო. ეს მაშინვე დაიჯერა ხალხმა. ეს მე მჭირდება და ამას ხალხი რომ იჯერებს, ესეც ერთგვარი ტესტია.

თუმცა ვხედავ, რომ იჯერებენ. თუ რამე იქნება ორიენტაციის ამბავში, პირობას გაძლევთ რომ გაიგებთ. ახლა ნატურალი ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს არატრადიციული ორიენტაციის მქონე, ლესბოსელებიც, ძველი ბიჭებიც და ნატურალებიც. ისინი ყველა ჩემი მეგობრები არიან და მე მათი სექსუალური ორიენტაცია ან პოლიტიკური შეხედულებები ხელს არ მიშლის, ვიმეგობრო მათთან.

- შენს მიმართ, ხშირია აგრესია საზოგადოების მხრიდან, დაფიქრებულხარ თუ არა იმაზე, რატომ მოდის ეს აგრესია შენი მისამართით?

- მათ ურჩევნიათ აბსურდში ცხოვრობდნენ და არ სურთ სიმართლის გაგება. მე უფრო მაძლიერებს ეს აგრესია და ერექციას განვიცდი ხოლმე, როცა მლანძღავენ.

წყარო: http://www.presa.ge/new/?m=society&AID=15535

კომენტარი