რუსის ჯარის მიერ დანგრეული ბანა შველას ითხოვს

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ბანას გრანდიოზული ტაძარი, რომელიც იმ დროისათვის დანგრეული არ იყო ოსმანურ იმპერიაში, თითქმის განადგურდა. ოსმანთა არმიამ, რუსული ჯარის წინსვლის შესაჩერებლად, ბანაში ციხესიმაგრე მოაწყო. ბანას დიდი თაღები ამოაშენეს. იქვე მოწყობილი იყო იარაღის საწყობიც.
ვგდფდფბდფბ
რუსულმა ჯარმა ზარბაზნის ჭურვები დაუშინა ქართველთა სათაყვანებელ ტაძარს. რუსებს იმ დროისათვის დიდი ხნის გაუქმებული ჰქონდათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. კარგა ხნის წინ უკვე დაწყებული იყო ძარცვა ქართული ეკლესიებისა. ძველი ქართული საეკლესიო ენა, ენა ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელებისა, ძაღლის ენად მიაჩნდათ(?!), უკვე მოკლული ჰყავდათ უკანასკნელი ქართველი კათალიკოსი დოსითეოსი (აფხაზეთ-იმერეთის კათალიკოსის მოსაყდრე, მიტროპოლიტი დოსითეოზ ქუთათელი, ბოლოს, როგორც საბუთებიდან ჩანს, იმერეთ-აფხაზეთის კათალიკოსად იყო დადგინებული), გადასახლებული ჰყავდათ მიტროპოლიტი ექვთიმე გენათელი (მან სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. ორივე მღვდელმთავარი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. გ. მ.),..
ვგდფდფბდფბ
და ქართულ სიწმინდეს, ერთ-ერთ ქართულ ტაძარს რაღას დაგიდევდნენ რუსები?!
ვგდფდფბდფბ
რამდენიმე ხნის ბრძოლის მერე, ოსმან-თურქებმა დატოვეს ბანას მიდამოები. ეს უაღრესად სტრატეგიული და ისტორიული ქართული მიწა რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა. მაგრამ რუსეთს არ ადარდებდა ქართული სიწმინდე...
ვგდფდფბდფბ
მერეც, გადმოცემის თანახმად, რუსები ბანას ისევ უშენდნენ ჭურვებს, ვარჯიშობდნენ, როგორც ნაპოლეონის ველური ჯარები სფინქსს ესროდნენ, სროლაში დახელოვნების მიზნით.
ვგდფდფბდფბ
სუმბატ დავითის ძის მიხედვით ბანას ტაძარი ეპისკოპოს კვირიკე ბანელის ხელით, ადარნასე II ბრძანებით აუშენებიათ (სხვა ვარაუდით ის VII საუკუნის ნაგებობაა). 888 წელს ადარნასე II ბაგრატიონმა თავი გამოაცხადა ქართველთა მეფედ. "ეს იყო არა მარტო ერთმეფობაზე პრეტენზია, არამედ ბაგრატიონთა სახლის სუვერენობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია" (ალექსანდრე ბენდიანიშვილი, ქართული ეროვნული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები, გვ. 55-56).
ვგდფდფბდფბ
ამ დროისათვის ბაგრატიონები ძალიან მოძლიერებულნი იყვნენ სამხრეთ საქართველოში, ბანა (ბანაკი) საკმაოდ დიდი დასახლება იყო. ის ოლთის-ტაოს და მთელი გარშემო ტერიტორიების სტრატეგიული ცენტრი იყო. ქართული მოსახლეობა (ძირძველი), რომელიც არაბების შემოსევების შედეგად ძალიან შემცირებულიყო, მომრავლდა (თუმცა გაჩნდა სომხური ახალშენებიც სხვადასხვა ადგილას). ბანას ტაძრის გარშემო იდგა მღვდელმთავრის და სხვადასხვა დიდებულების, რაც მთავარია, მეფის სასახლეები, სხვადასხვა სიმაგრე-საფორტიფიკაციო ნაგებობები, უბრალო ადამიანების სახლები.
ვგდფდფბდფბ
აქვე იყო ბაზრები, სასტუმროები. გარშემო დიდი მინდვრებია, წელიწადის ყოველ დროში სხვადასხვაგვარად აფერადებული. მინდვრებს მთები აკრავს, მთებიც ფერადფერადია. მთებს მთაგრეხილები, ქედები შემორტყმია გარს. შორს დაინახავ არსიანის, მესხეთის ქედებს, მცირე კავკასიონს. აქედან მთელი სამხრეთის პერსპექტივა იშლებოდა ბაგრატიონებისათვის – ძველი ქართული მიწები ბასიანისა, სპერისა, უფრო დასავლეთით ლაზეთ-ქალდეასი. თუმცა, ტაოც ქალდეას მიწაა, მისი ნაწილია.
ვგდფდფბდფბ
აქ ჩაისახა, პირველი ქართული სახელმწიფოებრიობა დიაოხისა. მანამდე ამ მიწაზე ლითონის წარმოების წინაპრები სახლობდნენ. აქედან ისწავლა კაცობრიობამ რკინის დამუშავება, აქედან დაიწყო რკინის ცივილიზაცია (არ იგულისხმება კაცობრიობის არსებობის დაყოფა ოქროს თუ რკინის პერიოდებად).
ვგდფდფბდფბ
ბაგრატიონებმა ააშენეს (თუ აღადგინეს და განამშვენეს) მონუმენტური, მართლმადიდებლური ტაძარი ბანა, რომელიც დიდი სატახტო ქალაქის მშვენებად იქცა. ის სამსართულიანი შენობა იყო, შიგნიდან ერთიანი. მისი სიმაღლე 32 მეტრი უნდა ყოფილიყო (თანამედროვე 10-11-სართულიანი კორპუსის სიმაღლე). მრგვალი, ოვალური, ტეტრაქონქი, ცილინდრული გუმბათის ყელით... გარშემოწერილობა – 40 მეტრზე მეტი... უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებდა. შთაბეჭდილებას ამძაფრებდა ქალაქის გამაგრება-სასახლეები.
ვგდფდფბდფბ
ყველა სტუმარი, რომელიც სავაჭროდ თუ დიპლომატიური მიზნით ჩამოვიდოდა ბანაში, უდიდესი შთაბეჭდილებით წავიდოდა უკან და გაავრცელებდა ამბავს ქართველთა და ბაგრატიონთა დიდებულების შესახებ. ბაგრატიონები და ქართველები ყველას ეუბნებოდნენ როგორც პოლიტიკური და მილიტარისტული ქმედებებით, ისე არქიტექტურითაც, რომ მათი სამეფო არავის ჩამოუვარდებოდა. ამ მიდამოებში და მთელ საქართველოში. მთელ მაშინდელ მსოფლიოში გავრცელებული იყო ბაგრატიონების ქრისტესთან ნათესაობის თეორია. ასეთი იზოთეისტური თეორია არცერთ ქრისტიანულ დინასტიას არ ჰქონია მთელი ისტორიის მანძილზე.
ვგდფდფბდფბ
ბაგრატიონთა გავლენა ვრცელდებოდა, ბანას (ბანაკის, იქნებ დაბანეკების, სტრატეგიული მნიშვნელობის სახელწოდებაა) მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არტანუჯიც (ამაზე სხვა დროს).
ვგდფდფბდფბ
ბაგრატიონთა გავლენის ზრდას ამტკიცებს 1030 წლის სამეფო ქორწილი ბანაში. ბაგრატ IV-მ, ერთიანი საქართველოს მეფემ, ცოლად მოიყვანა ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ III-ის ოჯახის წევრი ელენე. მანამდე ბაგრატ მეფეს დიდი ბრძოლები ჰქონდა ბიზანტიის კეისარ კონსტანტინე VIII-სთან ბასიანისთვის, ტაოსთვის. ბიზანტია ცდილობდა გაეუქმებინა სომხური და ქართული სამეფოები და შეეერთებინათ მათი ტერიტორიები (სომხური სამეფოები გააუქმეს, 1918 წლამდე სომხებს სახელმწიფოებრიობა აღარ ჰქონდათ).
ვგდფდფბდფბ
ბიზანტიამ ვერაფერი გააწყო საქართველოსთან. ბაგრატის დედამ მარიამმა ზავი ჩამოაგდო ბიზანტიასა და საქართველოს შორის და ბერძენი პრინცესა მოუყვანა ბაგრატს ცოლად.
ვგდფდფბდფბ
ქორწილი გადაიხადეს ბანაში. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:
ვგდფდფბდფბ
1. ბაგრატ მეფე და ქართველები ყველას უმტკიცებდნენ, რომ ქალაქი ბანა (ბანაკი) და მისი შემოგარენი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიაა;
ვგდფდფბდფბ
2. ხაზი ესმებოდა იმას, რომ ტაო საქართველომ შეინარჩუნა და ბიზანტიას (და სხვებს) ამას ხაზგასმით უმტკიცებდა;
ვგდფდფბდფბ
3. მართალია, ბანა აღარ იყო ერთიანი საქართველოს დედაქალაქი (მაშინ ქუთათისი), მეფის ქორწილები კი, როგორც წესი, დედაქალაქებში ეწყობა ხოლმე, მეტი პომპეზურობისათვის, მაგრამ ბანას არქიტექტურას ბერძენი დიდებულებისათვის უნდა ეჩვენებინა, რომ არქიტექტურული, სტრატეგიული თუ სხვა თვალსაზრისით, ჩვენი მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია (და არა დედაქალაქი) არ ჩამოუვარდებოდა კონსტანტინოპოლს. XIX საუკუნის I ნახევარში ბანა უნახავს გერმანელ მოგზაურს, კარლ კოხს, რომელიც წერდა: "ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელ აღმოსავლეთში, თუ, რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლითო". მითუმეტეს, მაშინ უკვე აშენებული იყო ბაგრატის დიდებული ტაძარი ქუთათისში ბაგრატ IV-ის პაპის, ბაგრატ III-ის მიერ. ბაგრატ მესამემ 1003 წელს დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა მისი კურთხევა;
ვგდფდფბდფბ
4. ბანა, ახლოს იყო ზღვასთან, საიდანაც ადვილად მოვიდოდნენ ბიზანტიელი სტუმრები.
ვგდფდფბდფბ
ბანაში გამართული ბაგრატ IV-ისა და ელენეს ქორწინება იმდენად დიდმნიშვნელოვანი იყო, რომ მისი მხატვრული აღწერა მალე მოხდა ოშკის დიდებული ტაძრის კედელზე, ფრესკაზე.
ვგდფდფბდფბ
ბანას მნიშვნელობაზე მეტყველებს ალექსანდრე I დიდის ვაჟის, ვახტანგ IV საქციელი. როცა მას გარდაეცვალა მეუღლე სითი-ხათუნ ფანასკერტელი, დაკრძალა ბანაში. როგორც ჩანს, მეფეს ბანას ტაძარი თავის საძუალედ მიაჩნდა. 1446 წელს გარდაიცვალა თავად მეფეც და ის დაკრძალეს საყვარელი მეუღლის გვერდით.
ვგდფდფბდფბ
როგორც ჩანს, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ის მოინახულა კარლ კოხმა, ბანას საკათედრო ტაძარი დანგრეული არ იყო.
ვგდფდფბდფბ
დღეს, დიდებული ტაძრის მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ოსმალთა იმპერიაში გადარჩენილი ტაძარი რუსების ხელით დაინგრა. ბანას კვლევა დაუწყია ექვთიმე თაყაიშვილს არქიტექტორ კლდიაშვილთან ერთად. უამრავმა მეცნიერმა აღწერა ბანა, დაწერა მასზე ან შეეცადა მის სამეცნიერო რეკონსტრუქციას.
სადაც ქართველთა დიდებას ხედავდნენ ბერძენი დიდებულები 1030 წელს, სადაც ქართველი მეფისა და მღვდელმთავრების საფლავებია, მხოლოდ ბანას პირველი სართულიღაა შემორჩენილი. გარშემო ქართველების ნამოსახლარი და საფლავები ახლა პურის ყანებია და სათიბები. სულ სხვა ხალხის ისმის ჟრიამული ახლა ბანაში. ტაძრის შორიახლოს დასახლებაა, ფანაკი. სახლები, როგორც ჩანს, ტაძრიდან და სხვა ისტორიული ნაგებობებიდან წამოღებულ ქვებზე დგას (რას იზამ, ასეთი რამ ბაგრატის ტაძრის და სხვა ტაძრების ირგვლივაც გვხვდება). რაც დრო გადის, ტაძარი უფრო და უფრო ინგრევა.
ვგდფდფბდფბ
ფოტოსურათზე კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშიც არის ახლა სამხრეთ საქართველოს მშვენება – ბანა (ბანაკი). აქვე წარმოგიდგენთ ნახაზს, როგორი უნდა ყოფილიყო ბანა თავის დროზე (რეკონსტრუქცია).
ვგდფდფბდფბ
ქართულმა სახელმწიფომ (და ეკლესიამ) ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ბანა დაკონსერვდეს მაინც, გაიწმინდოს (მერე იქნებ აღდგეს). საჭიროა იქ ჩატარდეს არქეოლოგიური კვლევა.
ვგდფდფბდფბ
ეს ხელს აძლევს თურქეთის სახელწიფოსაც და თურქ ხალხსაც – ტურიზმი მშვენიერ შემოსავალს იძლევა. გარდა ამისა, ვისაც უმოგზაურია და მოულოცნია ტაო-კლარჯეთში, ყველა შეამჩნევდა, რამდენად კეთილგანწყობილნი არიან თურქეთის მოქალაქენი საქართველოს მოქალაქეებისადმი. ჩვენ ხომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სტრატეგიაზე გაცილებით მეტი კი ურთიერთპატივისცემა და სიმპათიაა, რომელიც ახლა ორ ხალხს შორის სუფევს.
დსფლსდ;ფლს
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი