რატომ არ უშვებენ ჰოლანდიელი ცოლები ქმრებს ევროპის ჩემპიონატზე უკრაინაში

კიეველი საზოგადოებრივი აქტივისტები შიშობენ, რომ სექს-ინდუსტრიის სწრაფი განვითარება ძალიან ავნებს უკრაინის საერთაშორისო იმიჯს „ევრო-2012"-ზე. ისინი გამოდიან ინიციატივით - „სექს-ინდუსტრია დისკვალიფიცირებული უნდა იქნეს უკრაინაში"! მათი მიზანია შეწყდეს ადამიანებით ვაჭრობა და პროსტიტუცია.

„ევრო-2012"-ის კვირაძალზე ინტერნეტი გადავსებულია განცხადებებით ინტიმური მომსახურების შესახებ. ფეხბურთის ფანებისთვის იხსნება სპეციალური „ფან-ტურები უკრაინაში", რომლებიც მსურველებს სთავაზობენ მრავალფეროვან სექს-გართობებს, ხოლო გოგონების დაჯავშნა მიმდინარეობს თვით ინსტიტუტის კედლებშიც კი!

სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საზოგადოების გაჯანსაღების პლატფორმა" და მისი პრეზიდენტი სნეჟანა დერჟავნოვსკა მსგავს ვითარებას შეუწყნარებლად და უკრაინისთვის მეტად საზიანოდ მიიჩნევს:

„როდესაც ვიდეოზე უჩვენებენ ჰოლანდიელ ქალებს, რომლებიც არ უშვებენ თავიანთ ქმრებს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ლამაზი ქალების შიშით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე რეაგირებს. მაგრამ მრავალრიცხოვანი ინფორმაცია, რაც კი ვრცელდება ჩვენი ქვეყნის შიგნით და ჩვენი ღირსების დამაკნინებელია, მათგან იგნორირებულია."

„უკრაინა დღეს იქცა „ეროტიკული პროდუქციის მაღაზიად", - სწუხს საზოგადოებრივი მორალის დაცვის ეროვნული საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე ვასილი კოსტიცკი - „აეროპორტში არის რეკლამა"იყიდეთ ტელევიზორები" ან უკრაინული სუვენირები, გარშემო კი სექს-მომსახურების მისამართებია გამოკრული, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია მსგავსი მომსახურების რეკლამირება. იტყვი საწინააღმდეგოს და თავს დაგესხმიან თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ბრალდებით".

კომენტარი