სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოთის ნაგავსაყრელზე ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ქალაქ ფოთში, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა მუყაოს ყუთში გახვეული ახალშობილის ცხედარი აღმოაჩინეს.

დასუფთავების სასმასახურის თანამშრომლებმა აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ სამართალდამცავებს აცნობეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვილი რამდენიმე საათის დაბადებული იყო. ცხედარი ამ დროისათვის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მომხდარს კი ფოთის პოლიცია იძიებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100