"რომპეტროლის" 2010 წლის სეზონი მასშტაბური აქციით დასრულდა

„ვხატავთ რომპეტროლს“ – 2010 წლის სეზონი მთაწმინდის პარკში მასშტაბური აქციით დასრულდა. გასულ კვირას, თბილისში ზაფხული დაბრუნდა და მზემ გამოანათა. ალბათ ამინდმაც იგრძნო, რომ ამ დღეს არც ბავშვებისთვის არ უნდა ეღალატა და არც იმ უფროსებისთვის, ვისაც პატარებისთვის დღესასწაულის მოწყობა სურდათ.
დფგკლ;დფკჰფგგჰფ
სწორედ ამ მზიან დღეს ბომბორასთან, მთელი აგვისტოს განმავლობაში ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მთაწმინდის პარკში იმ დღეს ყველაფერი საზეიმო განწყობას ქმნიდა – მუსიკაც და მულტფილმების მხიარული პერსონაჟებიც, ჯამბაზი, ტომი და ჯერი, ბეჰემოთი, თავისი სახალისო პროგრამით, მადაგასკარის ლომი, კარიბის ზღვის მეკობრეებიც კი, და პროფესიონალი ანიმატორებიც ბავშვების გასამხიარულებლად მთელი დღე მუშაობდნენ. რა თქმა უნდა, "რომპეტროლის" სასიამოვნო სიურპრიზები მხოლოდ ამ შოუ-პროგრამებით არ შემოიფარგლა.
დფგკლ;დფკჰფგგჰფ
მთაწმინდის პარკში მისულ ყველა პატარას საბავშვო სექტორის ატრაქციონებზე უფასოდ შეეძლო გართობა. მხიარული ხე, დიდი მანქანები, ბზიკები, მხიარული მატარებელი, მხტუნავი კოშკი და კიდევ რამდენიმე ატრაქციონი ბავშვებს ვერ იტევდა, "რომპეტროლის" საჩუქარით ბავშვები აშკარად კმაყოფილები ჩანდნენ. სხვათა შორის, სხვა პატარებთან ერთად, 19 აგვისტო დღესასწაულად იქცა წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვისაც. "რომპეტროლმა" მზრუნველობას მოკლებული ბავშვები მთაწმინდის პარკში დაპატიჟა. წარმოიდგინეთ, მათთვის ასეთი ყურადღება რამდენად მნიშვნელოვანია...
დფგკლ;დფკჰფგგჰფ
როგორც ცნობილია, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად აქცია დევიზით "შეითავსე მხატვრის როლი და დახატე "რომპეტროლი", საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პირველად შარშან ჩატარდა. წელს აქციამ "ვხატავთ "რომპეტროლს" უკვე განახლებული ფორმატით მოიარა ბათუმი, გორი, ბორჯომი, თბილისი და წყნეთის ბავშვთა სახლი. ბავშვებმა მხატვრის როლი ისეთი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით შეითავსეს, რომ აქციის მანძილზე ათასობით ნახატი შეგროვდა. მთაწმინდის პარკში გამოფენილი ბავშვების ნამუშევრებიდან რომელიმეს გამორჩევა მართლაც ძალიან რთული იყო, ყველა ნახატი თავისებურად საინტერესო იყო, ბავშვურ ფანტაზიას ხომ საზღვრები არა აქვს... პირველმა ნახატი "რომპეტროლი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ალბინმა შეიძინა.
დფგკლ;დფკჰფგგჰფ
მართალია, ბატონმა ალექსანდრემ არ გაგვიმხილა გამოფენა-გაყიდვაზე არჩეულ ნამუშევარში რამდენი გადაიხადა, თუმცა, როგორც შემდეგ გავიგეთ, "რომპეტროლის" გუნდმა ამ ნამუშევრების შესაძენად სოლიდური თანხები გაიღო. მსურველებს კი ნახატების შეძენა სიმბოლურ, მათთვის მისაღებ ფასად შეეძლოთ, კონკრეტული თანხა დასახელებული არ იყო. მსურველები ბევრნი გამოჩნდნენ, ამ თანხით ხომ "რომპეტროლის" კეთილ საქმეს ისინიც უერთდებოდნენ – აქციიდან "ვხატავთ რომპეტროლს" შემოსული თანხა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება...
დფგკლ;დფკჰფგგჰფ
"რომპეტროლ-საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი:
დფგკლ;დფკჰფგგჰფ
– მთელი აგვისტოს განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქში ბევრი მხიარულება იყო, აქციამ "ვხატავთ რომპეტროლს" ბავშვებს ლამაზი დღეები აჩუქა. ბავშვები ხატვას სწავლობდნენ და გულიანად ერთობოდნენ. მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში "რომპეტროლმა" ბევრი ახალი მეგობარი შეიძინა, მარტო ჩვენ კი არა, ამ აქციამ ყველა ასაკის ათასობით ადამიანი გააერთიანა. შეიქმნა რამდენიმე ათასი ნახატი, მათგან ძალიან ბევრია საინტერესო და ვფიქრობ, დღევანდელი გამოფენა-გაყიდვის სტუმრებს არჩევანი ნამდვილად არ გაუჭირდებათ... დღეს, 2010 წლის "ვხატავთ რომპეტროლის" დასკვნითი დღეა და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ წელს საკმაოდ საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა. ბავშვებს ყოველთვის უნდა შეუქმნა ისეთი სიტუაციები, რომ სულ მხიარულები და ბედნიერები იყვნენ, რადგან ეს სიხარულს უფროსებსაც გვანიჭებს. კომპანია "რომპეტროლი" კიდევ არაერთ ასეთ აქციას მოაწყობს...
დფგკლ;დფკჰფგგჰფ
– ესე იგი, "ვხატავთ "რომპეტროლს" მომავალ წელსაც ჩატარდება?
დფგკლ;დფკჰფგგჰფ
– რა თქმა უნდა. ჩვენ ეს იდეა ძალიან მოგვწონს და ეს აქცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. როგორც თქვენთვის ცნობილია, წელს "ვხატავთ "რომპეტროლს" განახლებული ფორმატით ჩატარდა და ჩვენი სურვილია, რომ ეს აქცია მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და მრავალფეროვანი გავხადოთ. ბავშვების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით, ასეთი სოციალური აქციები ყველა ადამიანის, ყველა კომპანიის სამოქალაქო პოზიცია უნდა იყოს. – გამოფენა-გაყიდვაზე საინტერესო ნახატი შეიძინეთ, შერჩევა არ გაგიჭირდათ?
დფგკლ;დფკჰფგგჰფ
– მართალი გითხრათ, რთული იყო არჩევა, მაგრამ ის ნახატი, რომელიც მე შევიძინე, ვიცი, რომ წყნეთის ბავშვთა სახლის ბავშვებმა დახატეს. ეს ნახატი თავიდანვე ძალიან მომეწონა. მართალია, სხვა ნამუშევრებმაც მომხიბლა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მათ ჩემი კოლეგები, ბიზნესმენები და მთაწმინდის პარკის სხვა სტუმრებიც შეიძენენ. ამ ნახატს კი, სხვების გვერდით, "რომპეტროლის" ოფისში დავკიდებთ...

კომენტარი