სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალუდა ქეთელაურის თაყვანისმცემლები: „რა მნიშვნელობა აქვს სიკვდილის მიზეზს?!“ (ვიდეო)

მიმდინარე წლის 12 ივნისს ჯგუფ „მეხუთე სეზონის“ 24 წლის სოლისტი, ალუდა ქეთელაური გარდაიცვალა. ქეთელაურის გარდაცვალებამ კი დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში.

თავდაპირველი ვერსიით მუსიკოსმა თავი მოიკლა. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ვერსია ურყოფილი იქნა და ქეთელაურის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული საშუალებები დასახელდა.

რა თქმა უნდა ესა თუ ის მიზეზი მეორეხარისხოვანია, ამ შემთხვევაში უმთავრესი ფაქტია.

სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ფორუმებზე აღნიშნული მიზეზების დასახელებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ალუდას თაყვანისმცემლებსა და ახლობლებს შორის. ისინი თვლიან, რომ ზემოთ მოყვანილი მიზეზები სრულებით მოკლებულია რეალობას და ალუდას არც თავი მოუკლავს და არც ნარკოდამოკიდებულებას შეუწირავს მისი სიცოცხლე.

ალუდა ქეთელაურს ხვალ, მშობლიურ დუშეთის რაიონში დაკრძალავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100