სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს შესაძლოა თავი ისე იგრძნოთ, რომ თითქოს ნებისმიერი ნეგატიური სიტუაცია თქვენს ჩათრევას ცდილობს. ამ გარემოებას არ მისცეთ უფლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ, მეორე ნახევარი კი მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ. კარგი იქნება თუ საღამოს, რამდენიმე საათს მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

კურო: თქვენ გიყვართ საკუთარი რწმენის გამომჟღავნება, ყოველთვის საუბრობთ იმაზე რისიც გჯერათ. ამის გამო თქვენში ადამიანები სიჯიუტეს ხედავენ, რაც ხშირ შემთხვევაში მათ აღიზიანებთ. მაგრამ დღეს მაქსიმალურად ეცადეთ კომფლიქტური სიტუაცია არ შექმნათ იმ ადამიანთან, რომელიც თქვენი აზრით სისულელეებს საუბრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფუჭად დახარჯავთ თქვენს დროსაც და ენერგიასაც,

ტყუპები: ზოგადად თქვენი ნიჭი, სწრაფად კონცენტრირებასთან დაკავშირებით, თქვენს სასარგებლოდ მოქმედებს, მაგრამ დღეს დიდი განსხვავება იქნება თქვენს სურვილსა და იმ შესაძლებლობებს შორის, რაც შეგწევთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დღეს დასახული მიზნების რეალურად ქცევა დამოუკიდებლად დაიწყოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ გზით შორს ვერ წახვალთ. გამოიჩინეთ მოთმინება და დაელოდეთ, თუ როდის გამოგიყოფენ საკმარის დროს ახლობელი ადამიანები, შემდეგ კი გეგმების შესრულებას მათთან ერთად შეუდექით.

კირჩხიბი: დღეს შესაძლოა ახლობლებმა ან მეგობრებმა სასარგებლო რჩევები მოგცენ, ამიტომ აუცილებლად გამოუყავით მათ გარკვეული დრო. მაშინაც კი, თუ განმარტოვება გსურთ, გახსოვდეთ, რომ დღეს ამისთვის საუკეთესო დრო არ არის. ეცადეთ რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროთ ახლობლების წრეში. მათი ენერგია ძალას და შრომისუნარიანობას შეგმატებთ.

ლომი: ზოგადად თქვენ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ, მაგრამ იმ შემთვხვევაში, თუ დეტალებს კარგად დაუკვირდებით. თუმცა, დღეს ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება. კარგი იქნება, თუ დღეს ნებისმიერი სახის მოქმედებას შეწყვეტთ. ცოტა განიტვირთეთ და რაიმე სასიამოვნოზე იფიქრეთ, მაგრამ ერთი დღით მაინც დაივიწყეთ თქვენი სამსახური თუ პირადი ცხოვრება.

ქალწული: დღეს შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც წარსულს ჩააბარეთ. ეს კი ერთნაირად გაგახარებთ და გაგიფუჭებთ კიდეც ხასიათს. არ იჩქაროთ დასკვენების გამოტანა და არც დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგათ, ეს უარყოფითად აისახება თქვენზე.

სასწორი: ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად მოათაოთ დაკისრებული მოვალეობები. შემდეგ კი დარჩენილი დრო აუცილებლად მეგობრების წრეში გაატარეთ. დაისვენეთ და მოეშვით, რადგან უახლოეს მომავალში სერიოზული საქმის შესრულება მოგიწევთ.

მორიელი: დღეს გარკვეულ ეიფორიაში იქნებით და ეს მთელ დღეს გასტანს. არ მოგცმთ მუშაობის საშუალებას. ამიტომ თავი ძალიან არ დაიტვირთოთ. ზედმეტს არაფერს შეეჭიდოთ და რაც შეიძლება მალე დაასრულეთ სამუშაო დღე. შემდეგ კი აუცილებლად მეგობრებთან ერთად გაატარეთ საღამო!

მშვილდოსანი: თქვენ გაწუხებთ რაღაც სერიოზული პრობლემა, რომელმაც თავი უახლოეს წარსულში იჩინა. დღეს შეგიძლიათ მისი გადაჭრისა და მოგვარების გზების ძიება. არც იმაზე იდარდოთ, თუ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას უახლოეს დღეებში შეძლებთ.

თხის რქა: დღეს თქვენი ახლობლები ყველანაირად ეცდებიან თქვენთვის სამყარო უკეთესად წარმოაჩინონ. შეუერთდით მათ ჯგუფს და უარი არ თქვათ მათ დახმარებაზე. თქვენი სულიერი მდგომარეობისთვის აუცილებელია ახლობლებთან და მეგობრებთან მაქსიმალური კონტაქტი!

მერწყული: დღეს საკმაოდ ენერგიულები იქნებით. ამის საფუძველზე შესაძლოა გარკვეული შეცდომებიც დაუშვათ. თუ საკუთარ თავს არ გააკონტროლებთ, მაშინ იცოდეთ, რომ დღეს დაშვებულ შეცდომებს, სამომავლოდ აუცილებლად ინანებთ. ყველანაირად ეცადეთ მოზღვავებულ ენერგიას არ მისცეთ მნიშვნელოვანი საქმის გაფუჭების უფლება.

თევზები: დღეს ჯგუფური მუშაობა მოგიწევთ, რაც თქვენგან მაქსიმალურ ენერგიას მოითხოვს. იყავით საკმაოდ მკაცრები, მკვეთრად ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრები და ეცადეთ თქვენივე იდეები დასკვნით ეტაპამდე მიიყვანოთ. საქმეში მაქსიმალურად ჩართეთ თქვენი ჯგუფის თითოეული წევრი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100