დაკავებულია ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, 29 სექტემბერს დაკავებულ იქნა ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი ირაკლი ამირანაშვილი.

გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და გაუპატიურების, ასევე არაადამინური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილისა და ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.

გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ დამატებით გეცნობებათ.


კომენტარი