თამარ ჩუგოშვილი: პოლიტპატიმართა სიების შედგენაში პატიმრები მონაწილეობდნენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პოლიტპატიმართა და პოლიტიკურ დევნილთა საკითხის შესწავლის სამუშაო პროცესი საკმაოდ მძიმედ და დაძაბულად მიმდინარეობდა.

„ჩვენ ვაწყდებოდით წინააღმდეგობის ძალიან დიდ ნაკადს ცალკეული წევრებისგან, ძირითადად, ქალბატონ ნანა კაკაბაძისგან. თითოეულ საკითხს ტან სდევდა დაძაბულობა და წინააღმდეგობა. ისეც ხდებოდა, რომ ზოგიერთები პატიმრებს ურეკავდნენ, არ ვიცი, ვინ იყვნენ, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ სიაში თქვენი ჩაწერის წინააღმდეგი „ესა და ეს“ ორგანიზაციები არიანო, რაც მათი მხრიდან აგრესიას იწვევდა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა გადაცემაში „აქცენტები“.

კომენტარი