სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურგსუკან თინა ხიდაშელის მაგინებელი მოქმედი შს მინისტრი ყოფილს ვაჟკაცობას უწუნებს

„ეს არის გამოძიების მიერ დადგენილი უტყუარი ფაქტი“, - გამოძიების დასრულებამდე შს მინისტრის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში გახდებოდა განხილვის საგანი.

არადა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ ასე განაცხადა, როცა ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე დაბარების მიზეზს შეეხო: მან „უტყუარი ფაქტი“ უწოდა ყოფილი პრემიერის მიერ ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებას მაშინ, როცა ამ ფაქტზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილს არათუ ბრალი არა აქვს წაყენებული, არამედ ის ისევ მოწმის სტატუსით, ხელმეორედ უნდა დაიკითხოს.

უფრო გასაოცარია ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარის მეორე ნაწილი, სადაც ის მერაბიშვილის მიერ ფაქტის არაღიარების მორალურ მხარეზე აკეთებს აქცენტს:

„მე პირადად მრცხვენია, რომ ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი ამ ფაქტს არ აღიარებს. ის, უბრალოდ, ტყუის. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს და მით უმეტეს, ყოფილ შს მინისტრს, უნდა ეყოს ვაჟკაცობა აღიარებისთვის“, - ამბობს ღარიბაშვილი.

იმას, თუ რისი უნდა შერცხვეს ადამიანს, იქნება ის მინისტრი, პრეზიდენტი თუ რიგითი მოქალაქე, კანონმდებლობა ვერ არეგულირებს. ეს მორალური საკითხი და ზნეობის კოდექსის სფეროა. მაგრამ ცოტა არ იყოს, უხერხულია ვაჟკაცობაზე აპელირება იმ მინისტრისგან, რომელიც თავის თანაგუნდელს ტელეფონზე პრივატული საუბრის დროს უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა და ჯერ არ გამოუჩენია იმდენი ვაჟკაცობა, გინების ფაქტი ეღიარებინა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100