ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დახურული გახდა

ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი დაიხურა.


აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის გიორგი დავითაშვილის დაკითხვის პროცესში პირველი მოწმისა და დავითაშვილის ჩვენებას შორის გამოვლენილ უზუსტობებს დარბაზის მსხდომების მხრიდან რამდენჯერმე ოვაციები მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვიტა, რომ სხდომა დაეხურა.


კერძოდ, ჟურნალისტები, ბრალდებულების ახლობლები და ნათესავები პროცესს აღარ დაესწრებიან.

კომენტარი