სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტალინი, სააკაშვილი, ალასანია

21 დეკემბერი, ამ დღეს 3 ქართველი პოლიტიკოსი დაიბადა.

იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) დაიბადა 1878 წლის 21 დეკემბერს ქალაქ გორში, ბესარიონ ჯუღაშვილისა და ეკატერინე გელაძის ღარიბ ოჯახში. 1922 წელს სტალინი ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს და ამ პოსტზე ის 30 წელიწადზე მეტხანს დარჩა. გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია მოსკოვში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1967 წლის 21 დეკემბერს თბილისში დაიბადა. მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი, მეცნიერებათა კანდიდატი და თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორია. დედა, გიული ალასანია, პროფესიით ისტორიკოსია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი სამ ძმას შორის ყველაზე უფროსია. 2008 წლის 20 იანვრიდან დღემდე სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია.

ირაკლი ალასანია დაიბადა 1973 წლის 21 დეკემბერს. ირაკლი ალასანიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წელს. 2011 წლიდან არის კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი. მას შემდეგ, რაც კოალიციამ წარმატებას მიაღწია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ალასანია დაინიშნა თავდაცვის მინისტრად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100