ლევან ჯავახიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებელი" დატოვა

საინფორმაციო პროგრამა „მოამბის" დღის მთავარი გამოშვების წამყვანმა ჟურნალისტმა ლევან ჯავახიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებელი" დატოვა. ჟურნალისტის თქმით, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და მისი არხიდან წასვლა საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთი თვის წინ მომხდარ მასობრივ შემცირებებს არ უკავშირდება.

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ფართომასშტაბიანი საკადრო წმენდა განხორციელდა, ტელევიზიიდან 400–ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვეს. საუბარია ძირითადად ტექნიკურ პერსონალზე, თუმცა გათავისუფლებულ თანამშრომელთა შორის ჟურნალისტებიც არიან.

კომენტარი