ლუკა კურტანიძე UWW- ში ირანის ტრადიციული ჭიდაობის წარმომადგენელია

ირანის ჭიდაობის ფედერაციამ, ჭიდაობის გაერთიანებულ მსოფლიო ფედერაციაში, ტრადიციული ჭიდაობის წარმომადგენლად ლუკა კურტანიძე აირჩია.


„ჩვენი გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო იმაზე, რომ ლუკა კურტანიძე ჩვენს ქვეყანაში და ჭიდაობის მსოფლიო ოჯახში არის გმირი - მოჭიდავე, რომელმაც შექმნა საკმაოდ შთამბეჭდავი სპორტული ეპოქა, მოჭიდავე, ვის მაგალითზეც ვცდილოთ ავღზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა“ - აღნიშნა ირანის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა რასულ კადემმა.


მისივე თქმით ოქტომბრის თვეში პოლონეთში გაიმართება ტრადიციული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ლუკა კურტანიძის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პატივია ირანელი სპორტსმენებისთვის და მთლიანად დელეგაციისთვის.


მანამდე კი თეირანში, 25-27 აგვისტოს გამართული ტახტის იუბილეს ლუკა კურტანიძე საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.

შეგახსნებთ, რომ UWW-ს გადაწყვეტილებით ტრადიციული ჭიდაობები, მსოფლიო ფედერაციაში ერთიანდებიან.

კომენტარი