მსოფლიოს ნომერ პირველი პოკერის ტურნირი WSOP საქართველოში ჩატარდება

მსოფლიოს ნომერ პირველი პოკერის ტურნირი WSOP აღმოსავლეთ ევროპაში პირველად სწორედ საქართველოში, თბილისში ჩატარდება. პოკერის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სპორტის სასახლეში 3 მარტს აიღებს სტარტს და 9 მარტს დასრულდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 700 000 ამერიკული დოლარია, გარდა ამისა თამაშდება 7 WSOP Circuit ბეჭედი, რომლის მფლობელებიც სამუდამოდ ჩაიწერებიან მსოფლიო პოკერის ისტორიაში. ტურნირის ორი მთავარი გამარჯვებული კი გაემგზავრება ამერიკაში WSOP Global Casino Championship -ზე და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

სპეციალურად თბილისში დაგეგმილი ჩემპიონატისთვის საქართველოს პოკერის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე Jonathan Duhamel-ი ეწვევა. დუჰამელი მსოფლიოს საუკეთესო სამ პოკერის მოთამაშეს შორის შედის. საქართველოს ასევე ეწვევა ამ ტურნირების ცნობილი ექსპერტი და კომენტატორი Kara Scott.

მარტში გასამართი მსოფლიოს ნომერ პირველი პოკერის ტურნირის დაწყებამდე კი, დღეს სასტუმრო „რუმსში“ უცხოელმა სტუმრებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

როგორც პრესკონფერენციაზე adjarabet - ის მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელმა ნატალია ბოგოუშმა აღნიშნა, საპრიზო ფონდი 700 000 ამერიკული დოლარია. გარდა ამისა თამაშდება 7 ტურნირის WSOP Circuit ბეჭედი, ტურნირის ორი მთავარი გამარჯვებულისთვის კი adjarabet.com -ისგან უპრეცედენტო საჩუქარია -ისინი გაემგზავრებიან ამერიკაში WSOP Global Casino Championship -ზე და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ამ ტურნირზე მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ WSOP-ის გავლით არის შესაძლებელი.

საერთაშორისო პოკერის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეკი ეფლმა, რომელიც მსოფლიო პოკერის ტურნირების ორგანიზატორია, ჟურნალისტებთან Adjarabet.com - თან თანამშრომლობის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ Adjarabet.com არის რეგიონში ლიდერი კომპანია. ეფელის თქმით, ქართული კომპანიასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ტურნირების ცნობილმა ექსპერტმა და კომენტატორმა კარლა სკოტმა Adjarabet.com -ს მასპინძლობისა და ჩატარებული სამუშაოების გამო მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის პოკერის თამაში არის არა მხოლოდ პროფესია, არამედ ეს არის ცხოვრების სტილი, რადგან მაძლევს საშუალებას ვიმოგზაურო მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ ის მსოფლიო დონის მოთამაშეები, რომლებიც საქართველოში მარტში ჩამოვლენ, უდოდეს სიმოვნებას მიიღებენ, რადგან თქვენ ძალიან მაგარი ქვეყანა გაქვთ, უგემრიელესი სამზარეულოთი“- თქვა სკოტმა.

მისი თქმით, მის მეგობრებს ურჩევს საქართველოში მოგზაურობას, რადგან ყველგან სადაც მივიდა, უდიდესი სითბო იგრძნო.

პოკერის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის ჯონათან დუჰამელის განცხადებით, პოკერის მსოფლიო სერია ყველაზე პრესტიჟული ტურნირია მსოფლიოში, ამიტომ მან მოთამაშებს პოკერის ბევრი თამაში ურჩია.

„მარტში დაგეგმილი ტურნირი, გახდება ისტორიული მოვლენა, რომელიც პოკერის მოყვარულებს აძლევს შანს მიიღოს სიამოვნება. ამ ღონისძიების ჩატარება თქვენს ქვეყანას ახალ ბიძგს აძლევს. ამაში დარწმუნებდებით მაშინ, როცა თქვენს დედაქალაქში მსოფლიოს უძლიერესი მოთამაშეები ჩამოვლენ“- განაცხადა ჯონათან დუჰამელმა, რომელსაც პოკერით 17 მილიონზე მეტი აქვს მოგებული.

კომენტარი