სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რეალი“ – „ბარსელონა“ (2:2) და სუპერთასის სუპერგოლები (ვიდეო)

ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა, ყველას ის აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა საკუთარი ძალების სრულად გამოვლინებას არგენტინელი ლიონელ მესი, რომელმაც „კოპა ამერიკაზე“ მონაწილეობის გამო მთელი მოსამზადებელი პერიოდი გამოტოვა.

როგორც გაირკვა, მესი ჩინებულ ფორმაშია და ამაზე ის გოლიც მეტყველებს, რომელიც მან, სამ ფეხბურთელს შორის მოქცეულმა, მაინც გაიტანა „რეალის“ კარში.

შეხვედრა, რომელიც უაღრესად დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა. მაყურებელმა ორი შეურიგებელი მეტოქის უკომპრომისო ორთაბრძოლა იხილა და ალბათ, იგივე განმეორდება სამი დღის შემდეგ ბარსელონაშიც.

დღევანდელ მატჩში ანგარიში "რეალმა", მე-13 წუთზე გახსნა. ლამაზი კომბინაცია და ქარიმ ბენზემას გარღვევა ფლანგზე ოზილმა შეხვედრის პირველი გოლით დაასრულა.

"ბარსელონას" აზრზე მოსასვლელად ზუსტად 23 წუთი დასჭირდა. 36-ე წუთზე დევიდ ვილამ, საჯარიმო მოედნის კუთხესთან მყოფმა, ერთი გაიხედა კარებისკენ და მოსხლეტით, მაგრამ გამოზომილად დაარტყა. მეკარე ასე უცებ დარტყმას არ ელოდა, თანაც, ბურთმა ისეთი ტრაექტორია მოხაზა, რომ მისი თავგანწირული ნახტომი უშედეგო აღმოჩნდა. ვილას გოლით ანგარიში გათანაბრდა.

მესის გოლზე, რომელმაც ტაიმის ბოლო წუთზე თავისი გუნდი ისევ წინ გაიყვანა, უკვე ვისაუბრეთ. მეორე ნახევარში "რეალი" უფრო მობილიზებული ჩანდა, ბევრს უტევდა, თუმცა, არც "ბარსელონა" აკლებდა ხელს. ორივე გუნდმა გაცვალა მეტად დამაჯერებლად "პენალტური" სიტუაცია, როცა თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა არც ერთ, არც მეორე შემთხვევაში, ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ "რეალს" გაუმართლა - 54 წუთზე, როცა ხაბი ალონსოს გოლით მათ ანგარიში გაათანაბრეს. საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა.

ყველა გოლი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100