სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოურინიუ მსოფლიოში საუკეთესოა!

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენად ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა.

მართალია, სეზონის მთავარი მატჩი, ანუ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჯერ კიდევ წინაა, თუმცა ამის მიუხედავად, იტალიური “ინტერის” თავკაცი ჟოზე მოურინიუ ჩვენმა კოლეგებმა მაინც ყველასგან გამოარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ მოურინიუს “ინტერი” ითამაშებს მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ.

ამბიციური პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, “ინტერმა” უკვე მოიგო იტალიის თასი და ზემოთ ნახსენები ჩემპიონთა ლიგის გარდა, იტალიის ჩემპიონობის საუკეთესო შანსიც გააჩნია.

მოურინიუმ ხმათა 36 პროცენტი დააგროვა და მნიშვნელოვანი ფორით ჩამოიტოვა ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი (20 პროცენტი). მესამე ადგილზე კი გავიდა ჰოლანდიელი გუს ჰიდინკი, ვინც მალე თურქეთის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

აქვე გეტყვით, რომ გამოკითხვაში მსოფლიოს 96 ქვეყნის 200-მდე სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100