სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ ტერი ინგლისის ნაკრებს დატოვებს

ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ განაცხადა, რომ იგი იძულებულია ეროვნული ნაკრები დატოვოს. როგორც ცნობილია ეს გადაწყვეტილება იმასთან არის დაკავშირებული, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოცოაცია ფეხბურთელს რასიზმში სდებს ბრალს.

ტერის განცხადებით, მას აღარავითარი სურვილი აღარ აქვს ნაკრებში დარჩენისა მას შემდეგ, რაც წამოყენებული ბრალდების შედეგად სასამართლომ იგი გაამრთლა, მაგრამ ასოციაცია მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებას მაინც მოითხოვს.

ჯონ ტერი რასიზმის გამომჟღავნებაში დაადანაშაულეს შავკანიანი ფეხბურთელის, ენტონ ფერდინანდის მიმართ. აღნიშნული შემთხვევა 2011 წლის ინგლისის ჩემპიონატის მიმიდინარეობისას დაფიქსირდა. სწორედ ამის გამო, ტერის ნაკრების კაპიტნის სტატუსი ჩამოართვეს. 2012 წლის ივლისში კი სასამართლომ ფეხბურთელი გაამართლა.

რვა წლის განმავლობაში ნაკრებში ტერიმ 78 მატჩი ჩაატარა. ეს უკანასკნელი „ჩელსის“ ფეხბურთელიც გახლავთ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100