სიკვდილმისჯილი ვნება

სიკვდილმისჯილი ვნება,
გრილ სარეცელზე დადის,
ტუსაღ ფიქრების დღეა,
ამბორის წუთი გადის.
თითებს დააჩნდა დაღი,
შენი სხეულის სუნი,
კოცნით გავთელეთ ბაღი,
ერთიც არა გაქვს წუნი.
გადმოიხარე ჩემსკენ,
ისე რომ ნაძვებს შერცხვა,
როცა გაშალე ტანი,
სველი ბალახი შეცბა.
მომინდა ბევრი ძილი,
სასთუმლად - შენი კალთა,
მერე - ნანატრი შვილი,
გალობა სეფექალთა.
გადავეჩვიე ღიმილს,
სუნთქვა მომინდა შენით,
სულში ჯალათი ტირის,
ჩემი სისხლების ფერით.
გადმომისახლდა ტვინში,
ჯამბაზ იორკის ჭია,
ნუ ჩამიდგები ჯიბრში,
ურთიერთობა მშია...

კომენტარი