ჯოლი კანში ქმრის მხარდასაჭერად ჩავიდა

ანჯელინა ჯოლი კანის კინოფესტივალზე ქმრის მხარდასაჭერად ჩავიდა. ბრედმა ფესტივალზე პროგრამაში შესული ფილმი "ცხოვრების ხე" წარადგინა.
პიტის პარტნიორები სურათში შონ პენი და ჯესიკა ჩეზტეინი არიან. ფილმის რეჟისორი ტერენს მალიკია.
ანჯელინამ პრემიერაზე დასასწრებად არჩევანი "ვერსაჩეს" მოდის სახლის მიერ შეკერილ ყავისფერ, გრძელ და ჩახსნილ კაბაზე შეაჩერა.
საპატიო სტუმრების სტატუსით "ცხოვრების ხის" პრემიერას მომღერალი გვენ სტეფანი მეუღლესთან ერთად, მია ვასიკოვსკა, ჰენრი კუპერი, ზოი სალდანა და ელზა ზილბერშტაინი დაესწრნენ.

კომენტარი