სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯი იონგ ჰოს რეზინის სკულპტურები

სამხრეთ კორეელმა მხატვარმა ჯი იონგ ჰომ მსოფლიო საზოგადოება გადამუშავებული საბურავებისგან შექმნილი სკულპტურებით აღაფრთოვანა. იონგ ჰო სეულის „Hong-ik University“–ის ბაკალავრის ხარისხის მფლობელია. მისი ნამუშევრების გამოფენა კორეაში, გერმანიასა და ესპანეთში გაიმართა.

თავად ავტორი თავის ქმნილებებს „მუტანტებს“ უწოდებს, რადგან მისთვის რეზინა მუტაციასთან ასოცირდება. „ეს პროდუქტი ბუნების მიერაა შექმნილი, მასში ხომ მცენარის თეთრი სითხე შედის, უბრალოდ გადამუშავების დროს სახეცვლილებას განიცდის. შავდება და ვიზუალურად საშინელი ხდება. მე ექსპერიმენტებს ათასგვარ მატერიაზე ვატარებდი, მაგრამ ჩემი ძეგლებისთვის რეზინი ვარჩიე, რადგან იგი ძალიან მოქნილია. ჩემში კანისა და კუნთების ასოციაციას იწვევს!“ – განაცხადა ხელოვანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100