ბრილიანტებისა და ზურმუხტებისგან შექმნილმა დიადემამ ყველა აუქციონის რეკორდი მოხსნა

ბრილიანტებისა და ზურმუხტებისგან შექმნილმა დიადემამ, რომელიც „Sotheby's“ აუქციონზე, 12.7 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, ამ კატეგორიის აქსესუარების ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.

დიადემა 1900 წელს, პრუსიის გრაფის, გვიდო ჰენკელ ფონ დონერსმარკის დაკვეთით დამზადდა და იგი გრაფის მეუღლისთვის, ჰერცოგინია ეკატერინ ჰენკელ ფონ დონერსმარკისთვის იყო განკუთვნილი. დიადემა შედგება 11 ზურმუხტის ქვისგან, რომელთა საერთო მასა 500 კარატია. დიადემის საწყისი ფასი 10 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

როგორც „Sotheby's“-ის აუქციონზე განაცხადეს, მსგავსი ეგზემპლარი აუქციონებზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა. უკანასკნელი ეგზემპლარი, ღია ვარდისფერი ბრილიანტით დამშვენებული ბეჭედი იყო, რომელიც 10.99 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, იგი უძვირფასესი აქსესუარების სამეულში შევიდა და მესამე ადგილიც დაიკავა.

კომენტარი