სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

და მისგან შეშლილი ვკოცნიდი დაღლამდე, სანამ მის ოთახთან ვნებით არ დავიწვი

დავდივარ ქალაქში,
ყინვა ძრავს შენობებს,
პირველი თოვლი მაქვს მოკუმულ მუჭაში,
გზის პირას ვჩერდები, დაბლა ვწევ "ლენონებს",
ვამჩნევ, რომ ლამაზი გოგო დგას ქუჩაში.
მაღალი...
ტანსაცმელს ატარებს კლასიკურს,
ყოველ წუთს "დეკოლტის" სწორებას არ იშლის,
ემჩნევა ვარდისფერს ატარებს "მანიკიურს",
გავაზე ეტყობა სიმწიფე ქალიშვილს.
ტუჩები - ისეთი როგორსაც ვაღმერთებ,
უკვე მის კოცნაზე მაწუხებს ფიქრები,
(ტაქსი - ო იყვირებს გოგონა და ერთობ,)
წამსა და წამს შუა სასტიკად ვიბნევი,
ყურებში ათასი ხმა ერთად მომესმა,
მე მგონი აშკარად ჭკუიდან ვირყევი,
თითებით "დაშტვენით",
ვაჩერებ "ოპელს" და,
ვიძახი..! ვერცხლისფერ "მერსედესს" მიყევი.
მკერდზე და ტუჩებზე იმდენი ვიფიქრე,
რომ ამ დროს მახლობლად კაფესთან გამოჩნდა,
ვიხსენებ გოგოს და ენაზე ვიკბინე,
ყველაზე მთავარი...! თვალები გამომრჩა,
შევდივარ კაფეში, საათი ათია,
უსმენენ კუთხეში გიტარის აკორდებს,
და ქვეყნად მე კიდე მხოლოდ ის მწადია,
რომ იგი ოდესმე ჩემს მკლავზე გაგორდეს..
მარტო ზის უკვეთავს ძვირიან "კოქტეილს",
მე გაურკვევლობა დავისხი პირამდე,
რადგანაც არ ვიცი, თუ კი რა მომელის,
რომ ავდგე და მასთან უეცრად მივარდე,
იქნა და სადღაც შორს ვისროლე სიმორცხვე,
გარშემო ჩემს ნაცვლად გაწითლდა ოთახი,
მივხვდი თუ რა იყო ნამდვილი სიცოცხლე,
და მერე ათასი მარაზმი მოვთხარე...
დავჯექით პირისპირ,
თვალები მაგიჟებს,
ვხვდები, რომ მბოჭავს და ვხვდები, რომ ის არის,
ვინც დაამსგავსა ეს გული საგიჟეს,
და უკვე გამიხდა ცხოვრების მიზანი,
ვიხსენებთ რემბრანტს და ვიხსენებთ და ვინჩის,
მათ მოყვა შექსპირი, ... შანდორე პეტეფი, ...
თეძოზე ეტყობა სიმწიფე ქალიშვილს,
და ვამჩნევ საბრალო კანში ვერ ვეტევი.
თორმეტი, რომ გახდა მივყევი სახლამდე,
კოცნისთვის მზად ქონდა ყელი და ლავიწი,
და მისგან შეშლილი ვკოცნიდი დაღლამდე,
სანამ მის ოთახთან ვნებით არ დავიწვი.
ნუ გამიბრაზდებით... რომ ვუვლი შორიდან,
და ნუღარც იმაზე, რითმებს, რომ ვარწევდი,
ქუჩაში ვიდექი პირველი თოვლით და,
გვერდით მდგარ გოგოზე, ოცნებას არ ვწყვეტდი...!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100