ქვეყანა გვიყარს ჭუჭყში და ოფლში...

(უბრალო პროტესტი)
* * *
ქვეყანა გვიყარს ჭუჭყში და ოფლში
ჩვენ სუფთა თეფშით ვწუწნით თევზის ქონს
(
რა ჩემი ბრალი არის თუ თოფი,
სხვამ ვერ მოარტყა მისკენ ზურგით მდგომს).
ვითომ წინ ვიწევთ "ძველი რვეულით"
რისი ცხრა ძმა და რა იუნკერი...
თავზე ეპოქაგადახეული
გვიცდის ქვეყანა - ნაგვის ბუნკერი.
მალე შარვალში დაგვიჩირდება
"სიამაყეც" და "სარცხვინისებიც"
ვერ ეშველება ძმაო ქვეყანას
ვერც ტრაკისა და ვერც ხმის მიცემით.
სანამ გავრბივართ და გამოვრბივართ
და ერი აღარ არის კრებითი...
სადაც მოკლულზე ცოტა, მორგია,
ერი, ნაშობი მიტინგებისთვის.
ან "ჩემი დედა"-ს ყველგან ბრუნებამ
თუ კაცი ჯერაც ადამიანობს,
ღიპზე ხელების დატყაპუნებამ
არამგონია გაგვამთლიანოს.
სანამ ზნე-წესი გვიდევს ასეთი,
რომ გავისწოროთ ხოში "ხო მშია"
სანამ ამართლებს ყველა გაზეთი
ტიპებს, როგორიც პირველ სტროფშია.
სად კომპლიმენტი ვიცით უხეში
კაცებში გვიყვარს ქალის გინება,
შეყვარებული ქუჩის კუთხეში
ფურთხზე კვალგავლით რომ მიიგნება...
ქვეყანა ყველას სახლებში გვიყვარს
კონცერტებსა და კარნავალებზე,
ქვეყანა ჭუჭყში, ოფლივით გვიყარს
ვფეთქდებით ჩვენსვე განავალებზე.
არ გვეშველება არა ძამიკო
სინდისს როდი სწმენდს ნაკურთხი წყალი?!
უწინაც ასე ცხადზე ცხად იყო
სად ერეკლე და სად ....... სამართალი ...
ვცხოვრობთ წელამდე ჩაფლულ ნაგავში
ვწუწნით თეფშიდან თევზებს ქონიანს,
მატრაბაზობა, სიცილ-ხარხარში
ვიბრუნებთ ყველა ტერიტორიას.
ძილის წინ "ღმერთო შენ გვიშველე"-ო
ვამბობთ და ამენ-ს გავიხანგრძლივებთ,
ვნებდებით ტყვიას, საკუთარ ომში
(ღმერთი ყოველთვის სწყალობს ნაძირლებს).
ბოლოს თვდება სუყველა ომი
და დანაღმული გვრჩება სინდისი,
ვაშენებთ რაც კი რამე დაგვენგრა
ახალი ომის სამზადისისთვის.


ნიკოლოზ ქვრივიშვილი
საფრანგეთი 2014

კომენტარი