ერთი ლექსით თქმული სათქმელი: აკაკის "დამეხსენი, ჩრდილოელო!"

დამეხსენი, ჩრდილოელო!

რა მაქვს შენთან საზიარო?

თვით ოხერო, მოუვლელო,

როგორ გინდა მომიარო?

ბუნებისგან დაჩაგრული

განა შესძლებ მეგობრობას?

მოშხამული, ცივი გული

სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.

წლიდან წლამდე უცნაურად

გეყინება ტვინი თავში!

უნდა ძალაუნებურად

ეხვეოდე დათვის ტყავში!

-დამეხსენი, ჩრდილოელო!

რა მაქვს შენთან საზიარო?

ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,

რომ მფლობელად აღგიარო.

აკაკი

კომენტარი