"მაყურებელი მალე ახალ პროექტში მიხილავს, ამას სიურპრიზად დავტოვებ" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი ლაფაჩიშვილთან

გიორგი ლაფაჩიშვილი 18 წლის ახალგაზრდაა, რომელიც ფართო საზოგადოებამ „X-ფაქტორით“ გაიცნო და მან პროექტის შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი და სოფო ნიჟარაძის დუეტი საკმაოდ დიდ ხანს იყო აქტუალური. გიორგის ვიდეოები სოციალურ ქსელში დღემდე დიდ მოწონებასა და აღიარებას იღებს.

დრონი.ჯი გთავაზობთ ინტერვიუს ნიჭიერ და წარმატებულ ახალგაზრდა გიორგი ლაფაჩიშვილთან. ის გვესაუბრება სამომავლო გეგმებზე, რომლებიც ძალიან მალე ყველასთვის ცნობილი იქნება.

- გიორგი შენ ხალხმა, პროექტ X-ფაქტორით გაგიცნო, სადაც საკმაოდ კარგად გაიარე ტურები, გვითხარი რა მოგცა ამ პროექტმა, რა გარდატეხა მოახდინა შენს ცხოვრებასა და კარიერაში?

- x-ფაქტორმა მართლაც რომ დიდი ცვლილებები შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ , ვიპოვე ის , რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე გავაკეთებ. სიმღერა ჩემთვის ყველაფერია და ამ მომენტისთვის ყველაზე დიდ დროს სიმღერას ვუთმობ. ძალიან მალე ჩემს გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეებს ვპირდები,მაყურებელი მალე ახალ პროექტში მიხილავს და ამას სიურპრიზად დავტოვებ, მოდი დეტალებს ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.

- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ? როგორც ვიცი ახალი პროექტისთვის ემზადები. როგორია შენი მოლოდინი?

- ჩემი მომავალი გეგმები ისევ და ისევ სიმღერას უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს სფერო ჩემი ცხოვრების ნაწილია და მე ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, წარმოუდგენლად მიმაჩნია.

- ხარ თუ არა შეყვარებული?

-შეყვარებული არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ. ყველაფერს თავისი დრო აქვს , ასე ვფიქრობ.

- გაქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული ნიჭი გარდა სმღერისა?

- სხვა განსაკუთრებული ნიჭი არა, მაგრამ კალათბურთს ვთამაშობდი 4 წელი, როდესაც გარდატეხის ასაკი მქონდა და ეს სიმღერაში ხელს მიშლიდა.

- როგორც ვიცი წელს ჩააბარე, როგორია შენი ემოცია. კმაყოფილი ხარ შედეგით?

- კი წელს ჩავაბარე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ). მინდა გითხრათ , რომ იმისდამიუხედავად, რომ დაფინანსების გარეშე დავრჩი მაინც კმაყოფილი ვარ და მოვხვდი იქ სადაც მინდოდა. ტურიზმი და ბიზნეს-ადმინისტრირება სულ მაინტერესებდა.

- რას ურჩევდი ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ საშუალება იდგნენ სცენაზე?

- იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდათ, რომ სცენაზე იდგნენ, ვურჩევ ყველაფერი გააკეთონ იმის დასამტკიცებლად, რომ შეუძლიათ! შეუძლიათ დგომა დიდ სცენაზე, სეუძლიათ იმს საქმის კეთება რაც უყვართ. მაგალითად, მე ეს საქმე ძალიან რომ არ მიყვარდეს ისე ვერ გავაკეთებდი როგორც საჭიროა, ამიტომ, საკუთარი მიზნებისთვის იბრძოლეთ და ის მიზნები ბოლომდე მიიყვანეთ რაც დასახული გქონდათ. ოცნებები ხდება!


კომენტარი