ჯგუფმა „Elis Band“ პირველი საავტორო სიმღერა ჩაწერა - დრონი.ჯი-ს ექსკლუზივი პროდიუსერ ტატა ავალიშვილთან

Elis Band - ეს მუსიკალური ჯგუფი უნიჭიერესი ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. როგორც მათი პროდიუსერი ტატა ავალიშვილი აცხადებს, მისი ახალგზრდა წევრები ცდილლობენ იყონ გამორჩეულები, შექმნან ხარისხიანი მუსიკა და ამ ყველაფრისთვის თავს არ ზოგავენ. ბენდმა ახლახანს დაასრულა საავტორო სიმღერაზე მუშაობა.

დრონი.ჯი დაუკავშირდა „Elis Band“-ის პროდიუსერს და ბენდზე ექსკლუზიური ინფორმაციაც მოიპოვა.

-ტატა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, Elis Band -ის პროდიუსერი ხართ. გვესაუბრეთ ამ უნიჭიერეს ოთხეულზე.

- „Elis Band“-ი არის ოთხი ახალგაზრდა მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ჯგუფი. უკრავენ პოპულარულ ქოვერებს, თუმცა მათი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ არიან ყველაზე ახალგაზრდები (არსებულ მუსიკალურ ბენდებს შორის), არ ჰყავთ გამოყოფილი სოლისტი ანუ - ოთხივე წევრი უკრავს და მღერის. მათი რეპერტუარის 90% შედგება ქართული სიმღერებისგან.

- როგორც ვიცით, ახლახანს დაასრულა ამ ბენდმა საავტორო სიმღერაზე მუშაობა. მოგვიყევით კონკრეტულად ამ სიმღერის შესახებ.

- სიმღერის იდეა ეკუთვნის ბეჟო ამირანაშვილს (ჯგუფი მგზავრები), ტექსტის ავტორი კი მე გახლავართ. შემდეგ მასზე დათო უგრეხელიძემ იმუშავა, რომელიც ამავდროულად არის ბენდის მუსიკალური ხელმძღვანელი და მივიღეთ ასეთი საბოლოო სახე, რაც მსმენელს ნამდვილად მოეწონება.

კომენტარი